ტობისი 2:20
19. ხოლო ცოლი მისი ანნა ნადობდა სადედოსა და მიუძღვანებდა უფალთა მათთა,20. და მოიღებდა სასყიდელსა. და მეშჳდესა თთვისა მის იგრიკასასა მოჰკუეთნა ქსელნი და მიუძღვნა იგინი უფალთა მისთა. მოსცეს მას სასყიდელი და დაურთეს მას ზედა თიკანი.21. ხოლო ოდეს შემოვიდა მისა, იწყო ბარიდა თიკანმან. და არქვა მას: ვინა მოიყვანე თიკანი ესე? ნუუკუე პარვითა არს, მიეც უფალთა თჳსთა, ვისიცა არს, რამეთუ არა ჯერ-არს ნაპარევი ჭამად.
ტობისი თავი 2