ტობისი 2:21
20. და მოიღებდა სასყიდელსა. და მეშჳდესა თთვისა მის იგრიკასასა მოჰკუეთნა ქსელნი და მიუძღვნა იგინი უფალთა მისთა. მოსცეს მას სასყიდელი და დაურთეს მას ზედა თიკანი.21. ხოლო ოდეს შემოვიდა მისა, იწყო ბარიდა თიკანმან. და არქვა მას: ვინა მოიყვანე თიკანი ესე? ნუუკუე პარვითა არს, მიეც უფალთა თჳსთა, ვისიცა არს, რამეთუ არა ჯერ-არს ნაპარევი ჭამად.22. ხოლო მან თქუა: ნიჭად მომცეს ეგე სასყიდელსა ზედა. და არა ჰრწმენა მისი, ეტყოდა, რათამცა მისცა უფალთა მისთა და რისხევდა მას. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: სადა არიან მოწყალებანი შენნი და სიმართლენი შენნი? აჰა, ესერა, განცხადნა ყოველი შენ ზედა!
ტობისი თავი 2