16. რაჲთა ცნან, რამეთუ რომლითა ვინცა-ვინ ცოდის, მითაცა ისაჯებინ.17. რამეთუ არა უპოვარ იყო ყოლად-ძლიერი ჴელი შენი, რომელმან დაჰბადე სოფელი უსახოჲსაგან ნივთისა, მოვლინებად მათ ზედა სიმრავლჱ დათუთაჲ და მძჳნვარჱ ლომი,18. გინა ახლად-დაბადებული და გულის-წყრომითა სავსენი მჴეცნი უცნაურნი, გინა ცეცხლისა დანქრევაჲ და მობერვაჲ ხორშაკისაჲ, ანუ მყრალობაჲ განბნეული კუამლისაჲ, ანუ ბოროტი თუალთაგან ნაბერწყალთა ელვანი,
წიგნი სიბრძნისა თავი 11