17. რამეთუ არა უპოვარ იყო ყოლად-ძლიერი ჴელი შენი, რომელმან დაჰბადე სოფელი უსახოჲსაგან ნივთისა, მოვლინებად მათ ზედა სიმრავლჱ დათუთაჲ და მძჳნვარჱ ლომი,18. გინა ახლად-დაბადებული და გულის-წყრომითა სავსენი მჴეცნი უცნაურნი, გინა ცეცხლისა დანქრევაჲ და მობერვაჲ ხორშაკისაჲ, ანუ მყრალობაჲ განბნეული კუამლისაჲ, ანუ ბოროტი თუალთაგან ნაბერწყალთა ელვანი,19. რომელთაჲ არა ხოლო ვნებაჲ შემძლებელ იყო მათდა შემუსრვად, არამედ ხილვაჲცა პირისაჲ, რომელი აშინებდა მოსლვად მათდა.
წიგნი სიბრძნისა თავი 11