1. რამეთუ უჴრწნელი სული არს ყოველსა შინა.2. ამისთჳსცა შეცოდებულთა მცირედ-მცირედ ამხილებ, და რომელთა შინა ცოდვენ, მოაჴსენებ და სწავლი, რაჲთა განთავისუფლდენ ბოროტისაგან და ჰრწმენეს შენდამი, უფალო.3. რამეთუ პირველთა მათ მკჳდრთა წმიდისა ქუეყანისა შენისათა; რომელნი მოიძულენ4. საძაგელთა საქმეთათჳს და საქმეთა გრძნებისათა და კერპობათა არაწმიდებისათა,5. შვილთა მოსრვისა უწყალოებისათჳს და ნაწლევთ-მჭამელთა კაცთათჳს... სისხლისა მტკნარისასა შორის საიდუმლოთა საღმრთოთა შენთა,6. და თავჴედთა მკლველთა სულთა შეუწევნელთასა - ჰზრახე წარწყმედაჲ მათი ჴელითა მამათა ჩუენთაჲთა,7. რაჲთა ღირსი მკჳდრობაჲ მოიღოს ღმრთისა მონათაჲ, რომელი შენ წინაშე უპატიოსნჱს არს ყოვლისა ქუეყანისა.8. არამედ ამათცა, რამეთუ კაცნივე იყვნეს, ერიდე, და წარავლინენ წინამორბედნი შენნი ბზიკნი, რაჲთა იგინი მცირედ-მცირედ მოსრნენ.9. არა შემძლებელ იყო განწყობით უღმრთოთაჲ მართალთა ჴელთა მიცემად, გინა სიტყჳთა უწყალოჲთა ერთსა შინა ჟამსა შემუსრვად,10. არამედ ჰშჯიდ და ჟამად-ჟამად ჰსცემდ ადგილსა სინანულისასა; არა უმეცარ იყავ, ვითარმედ ბორიოტ არს მყოფებაჲ მათი. და დანერგულ უკეთურებაჲ მათი, და რამეთუ არა იცვალნენ გულის-ზრახვანი მათნი.11. რამეთუ თესლი იყო დაწყეული დასაბამითგან, და არცა გეშინოდა ვისა, რომელსა ცოდვიდეს და მისთჳს შენ შეენდობასა ჰსცემდ.12. ვინ-მე გრქუას შენ, ვითარმედ: რაჲ-ესე ჰყავ შენ? ანუ ვინ-მე წინა-აღუდგეს საშჯელსა შენსა? ანუ ვინ გაბრალოს შენ ნათესავთა წარწყმედისათჳს, რომელი შენ ჰყავ? ანუ ვინ საშჯელად წარმოგიდგეს შენ შურის-მეძიებელი ცრუთა კაცთათჳს?13. არცაღა არს სხუაჲ ღმერთი, რომელსამცა ზრუნვაჲ რაჲმე ედვა ყოველთათჳს, რაჲთა აჩუენო; ვითარმედ არა ნაცილად დასაჯენ.14. არცა მეფემან, არცა სხუამან მძლავრმან თუალთ-მიდგმად უძლოს შენდა, რომელთათჳს სტანჯენ იგინი.15. რამეთუ მართალ ხარ და სიმართლით განაგებ მას; რომელი არა ღირს ტანჯვად და დაშჯად უცხოჲ იგი შენისაგან ძლიერებისა16. რამეთუ ძლიერებაჲ შენი - სიმართლისა დასაბამ, და ყოველთა ზედა უფლებაჲ შენი ყოველთა რიდებას გცემს შენ.17. რამეთუ ძალსა აჩუენებენ, რომელი ვერ სარწმუნო არს ძალსა ზედა სრულებისასა, და მათ შორის, რომელთა იციან, სასტიკად ამხილებ.18. ხოლო შენ უფლებ ძლიერებით და სახიერებით განიკითხავ, და მრავლითა შენდობითა განგჳგებ ჩუენ საცხორებელსა ჩუენსა, რამეთუ შენ თანა არს შეძლებაჲ, ოდეს ინებო.19. რამეთუ შენ ასწავე ერსა შენსა ესევითართაგან საქმეთა, რამეთუ ჯერ-არს მართლისა, რაჲთა კაცთ-მოყუარე იყოს, და სასო-კეთილ ყვენ ძენი შენნი, რამეთუ ჰსცემდ ცოდვათათჳს სინანულსა.20. უკუეთუ მტერთა მონათა შენთასა და თანა-მდებთა სიკუდილისათა ესევითარითა სტანჯევდ კრძალვითა და ვედრებით, მოჰსცემდ ჟამსა მარჯუესა; რაჲთა განერნენ ბოროტისაგან,21. რავდენ უფროჲს სამართლითა განიკითხნე ძენი შენნი; რომელთა მამათა ფიცისათჳს და აღთქუმისა მოჰსცენ კეთილთა ანათქუემნი?22. ჩუენ გუასწავლიდ, ხოლო მტერთა ჩუენთა ბევრ წილ სტანჯევდ, რაჲთა სახიერებასა შენსა ვზრუნვიდეთ განკითხვით, გან-რაჲ-ვიკითხნეთ, და მოველოდით წყალობასა23. რომლისათჳს უგუნურებით ცხოვრებულნი იგი ცრუნი თჳსთა განსაგებელთა სტანჯევდ:24. რამეთუ საცთურისა მათ გზათა უშორესად შესცთეს. ღმრთად ჰგონებდეს მათცა, რომელნი-იგი საცხოვართა შორის არიან მტერთანი შეურაცხნი, და ჩჩჳლთა უგუნურთა შეიტყუვნეს.25. ამისთჳს, ვითარცა ყრმათა შეურაცხთა, საშჯელი სიმღერით მიუვლინე მათ.26. ხოლო იგინი, რომელნი სიმღერით შერისხვასა მას ვერ განერნეს, ღირსი ღმრთისა საშჯელი გამოიცადონ.27. რომელთა-იგი ზედა მათ ევნებოდა და განრისხნებოდეს, ამისთჳს, რომელთა-იგი ჰგონებდეს ღმრთად, მათ შინა იტანჯებოდეს, იხილეს, რომელსა-იგი პირველ უვარებდეს ცნობად ღმერთსა, იცნეს ჭეშმარიტი, ამისთჳს რამეთუ აღსასრული დასჯისაჲ მათ ზედა მოიწია.