...შემდეგღა მიდის ლოცვაზე. მაგრამ ეს მლოცველი ასე არ იქცეოდა; არამედ დღის დასაწყისშივე პირველნაყოფს ღმერთს აძლევდა. რადგან, ამბობს, „ჯერ არს, მზეს დავასწროთ შენდამი მადლიერებით და ნათლის აღმოსვლამდე შენთან ლოცვით მივიდეთ“ ()1. შენ კი, მიწიერ მეფესთან, ვერ აიტანდი, რომ შენზე უმცროსს შენზე ადრე მიესწრო თაყვანისცემისთვის. ახლა კი, როცა მზე თაყვანს სცემს, შენ თვითონ გძინავს, ქმნილებას პირველობას უთმობ, არ ასწრებ მთელ ქმნილებას, რომელიც შენთვის შეიქმნა, არც ღმერთს უძღვნი მადლიერებას, არამედ ადგომისას სახესა და ხელებს იბან, სულს კი უწმინდურს უყურადღებოდ ტოვებ? არ იცი, რომ როგორც სხეული წყლით, ასევე სული ლოცვით განიწმინდება? ამიტომ სხეულზე უწინ სული განიბანე. სულს ბოროტების მრავალი ლიბრი ეკრობა; ესენი ვედრებით განვიშოროთ. რადგან თუ პირს ასე გალავნით შემოვზღუდავთ, ყოველდღიუ...
27. რომელ-იგი ცეცხლითა ვერ განჴურდებოდა, მცირითა მზის-თუალითა დადნებოდა.28. რაჲთა საცნაურ იყოს, ვითარმედ ოდეს ჯერ-არს მზისა მოწევნაჲ სამადლობელად შენდა და აღმოსავალად ნათლისა შემთხუევად შენდა.29. ხოლო უმადლოჲსა სასოებაჲ, ვითარცა ზამთრისა თრთჳლნი, დადნეს, და დიოდეს ვითარცა წყალი უჴმარი.
წიგნი სიბრძნისა თავი 16