19. რამეთუ ჩუენებანი აღაშფოთებდეს მათ და ამას წინაჲსწარ აუწყებდი, რაჲთა არა უმეცარ იყვნენ, რომლისათჳს-იგი ბოროტად ევნების და წარწყმდებიან.20. შეეხო მართალთაცა გამოცდაჲ სიკუდილისაჲ, და იყო მოსრვაჲ სიმრავლისაჲ უდაბნოსა ზედა, არამედ არა ფრიად განგრძნა რისხვაჲ იგი,21. რამეთუ იწრაფა კაცმან უბრალომან და ჰბრძო; თჳსისა მის სამსახურებელისა საჭურველითა - ლოცვისა და საკუმეველისა - ლხინებაჲ მოიღო და წინა-დაუდგა გულის-წყრომასა, დასასრული დადვა, და ბოროტსა ამას აჩუენა ამით, ვითარმედ შენი მსახური არის.
წიგნი სიბრძნისა თავი 18