20. შეეხო მართალთაცა გამოცდაჲ სიკუდილისაჲ, და იყო მოსრვაჲ სიმრავლისაჲ უდაბნოსა ზედა, არამედ არა ფრიად განგრძნა რისხვაჲ იგი,21. რამეთუ იწრაფა კაცმან უბრალომან და ჰბრძო; თჳსისა მის სამსახურებელისა საჭურველითა - ლოცვისა და საკუმეველისა - ლხინებაჲ მოიღო და წინა-დაუდგა გულის-წყრომასა, დასასრული დადვა, და ბოროტსა ამას აჩუენა ამით, ვითარმედ შენი მსახური არის.22. და ჰსძლო ერსა, და არა ძალითა ჴორციელითა და არცა საჭურველისა შეწევნითა, არამედ სიტყჳთა მომსრველი იგი დაიმორჩილა, ფიცნი მამათანი და აღთქუმანი მოაჴსენნა.
წიგნი სიბრძნისა თავი 18