21. კუალად ალი იგი, რომელი აღატყდებოდა ადვილად-შესაწუველთა საცხოვართა, არა განჰრყუნიდა ჴორცთა, რომელნიმე მოიქცეოდეს, და არცა დაადნობდა მყინვრის-სახესა ადვილად-დასადნობელსა თესლსა, ზეცისა საზრდელსა.22. რამეთუ ყოვლითავე განადიდე, უფალო, ერი შენი და ადიდე და არა უგულებელს-ჰყავ, ყოველსა ჟამსა და ადგილსა თანა-ეყავ მათ, რამეთუ შენი არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ. დიდებაჲ ღმერთსა, დაესრულა სიბრძნჱ სოლომონისი, თავი დ.
წიგნი სიბრძნისა თავი 19