3. რამეთუ გლოვაჲ იგი გულსაღა მათსა იყო, და ჰგონებდეს საფლავთა მკუდართასა, და მერმე სხუაჲ განიზრახეს გულის-სიტყუაჲ უგუნური; და რომელნი-იგი ვედრებით განასხნეს ამათ, კუალად, ვითარცა მეოტთა, სდევდეს.4. რამეთუ მიჰჴდიდა მათ ღირსად აღსასრული იგი უნებელი, და რომელი-იგი პირველ შემთხუეულ იყო მათდა, დაავიწყდა, რაჲთა, რომელი-იგი და-ღა-კლებულ იყო გუემისაგანი, ღირსი აღასრულონ ტანჯვაჲ.5. და ერმან შენმან დიდებული გზასა-სლვაჲ გამოიცადოს. ხოლო მათ უცხოჲ სიკუდილი პოონ.
წიგნი სიბრძნისა თავი 19