4. რამეთუ მიჰჴდიდა მათ ღირსად აღსასრული იგი უნებელი, და რომელი-იგი პირველ შემთხუეულ იყო მათდა, დაავიწყდა, რაჲთა, რომელი-იგი და-ღა-კლებულ იყო გუემისაგანი, ღირსი აღასრულონ ტანჯვაჲ.5. და ერმან შენმან დიდებული გზასა-სლვაჲ გამოიცადოს. ხოლო მათ უცხოჲ სიკუდილი პოონ.6. რამეთუ ყოველი დაბადებული ერთითა სახითა ყოფად კუალად ზემოჲთვე გამოისახვებოდა და ჰმსახურებდა შენსა ბრძანებასა, რაჲთა მონანი შენნი დაიცვნენ უვნებელნი მისგან.
წიგნი სიბრძნისა თავი 19