მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ამოსისი 5:20

19. ვითარსახედ უკუეთუ ივლტოდის კაცი პირისაგან ლომისა და დაემთხჳოს მას დათჳ და ივლტოდეს სახიდ მიმართ და დადგნეს ჴელნი მისნი კედელსა და უკბინის მას გუელმან.20. არა ბნელ არს დღე უფლისაჲ და არა ნათელ და ალმურ არმქონებელ ნათელსა თჳსსა21. მოვიძულენ და განვიშორებ დღესასწაულთა თქუენთა და არა ვიყნოსო კრებათა შინა თქუენთა
წინასწარმეტყველება ამოსისი თავი 5
20. არა ბნელ არს დღე უფლისაჲ და არა ნათელ და ალმურ არმქონებელ ნათელსა თჳსსა

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უცნობი დღის სარგებელი და უეცრობა:

...ესაია 5:19) და კვლავ: „ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა.“ () რადგან იგი უბრალოდ ამ დღის მოსურნეებზე კი არ ამბობს, არამედ მათზე, ვისაც ეს ურწმუნოების გამო სურს; და კიდევ ამბობს: „არა ბნელ არს დღე უფლისაჲ და არა ნათელ და ალმურ არმქონებელ ნათელსა თჳსსა“ ()); ამიტომ თქვა პავლემ ასე.

და იხილე, როგორ ანუგეშებს შეჭირვებულებს, თითქოს ეუბნებოდეს: ნუ მიიჩნევენ მოწინააღმდეგეთა კეთილდღეობას იმის საბუთად, თითქოს სამსჯავრო არ მოდის; სწორედ ასე მოდის იგი. ღირს ისიც გამოვიძიოთ: თუ ანტიქრისტე მოდის და ელიაც მოდის, როგორღა, როცა იტყვიან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“ (), მაშინ მოიწევა მათზე უეცარი მომსრველი? რადგან ეს მოვლენები, როგორც იმ დღის მოსვლის ნიშნები, შეუძლებელს გახდიდა დღის უცნობად დარჩენას. მაგრამ პავლე ამ ჟამს არ მიანიშნებს — ანტიქრისტეს ჟამს ვგულისხმობ; არც იმას ამბობს, რომ ქრისტეს მოსვლას ნიშანი ექნება, არამედ იმას, რომ ქრისტე ნიშნით კი არ მოვა, არამედ ერთბაშად და მოულოდნელად....

სრულად ნახვა