...მსხვრეულიყო (). დიდმა ელიამაც იმდენივე დღე იმარხულა და სიკვდილის ბატონობას გადაურჩა, ცეცხლოვანი ეტლით „თითქოსდა ცად" ამაღლდა და დღემდე სიკვდილი არ განუცდია (4 მეფ 2:1, 11). სურვილთა კაციც, მრავალი დღე მარხვაში გაატარა რა, იმ საკვირველი ხილვის ღირსი შეიქნა (); მანვე ლომთა მრისხანება დააოკა და ცხვართა სიმშვიდედ აქცია (დან 6:16–23, 14:30–39), არა ბუნების შეცვლით, არამედ განწყობის ცვლილებით, თუმცა მათი ნადირული ბუნება იგივე დარჩა. ნინეველებმაც მარხვით უფლის განაჩენი აიცილეს, ადამიანებთან ერთად უტყვი ცხოველებიც ამარხულეს რა, და ამგვარად, ყველანი ბოროტი საქმეებისგან განეშორნენ და სამყაროს მეუფე კაცთმოყვარეობისკენ მოაქციეს (). მაგრამ რისთვის მივმართავ ჯერ კიდევ მონებს (შეგვიძლია მრავალი სხვაც ჩამოვთვალოთ, ვინც მარხვით განითქვა ძველ და ახალ აღთქმაში), როდესაც ჩვენ ყველას საერთო მეუფეზე უნდა მივუთითოთ? თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ, ეშმაკთან ბრძოლა დაიწყო და ჩვენ ყველას მაგალითი მოგვცა, რომ ჩვენც იმავე მარხვით შევიარაღებულიყავით და ამით ძალა მოგვეპოვებინა, ეშმაკთან ბრძოლაში შეგვესვლა (
წინასწარმეტყველება დანიელისა 10:3
2. მათ დღეთა შინა მე, დანიელ, ვიყავ მგლოვარე სამსა შჳდეულსა დღეთასა.3. პური გულისსათქმელი არა ვჭამე, და ჴორცი და ღჳნო არ შევიდა პირად ჩემდა და საცხებელი არ ვიცხე ვიდრე დასასრულამდე სამთა შჳდეულთა დღეთასა.4. და დღესა შინა მეოცდამეოთხესა თთჳსა პირველისასა მე ვიყავ მახლობელად მდინარისა დიდისა, რომელ არს ტიგრისი ედდეკელ.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 10