...დოდ ჩაითვლება. რადგან სწორედ ეს არის ღვთის შეწევნის ჟამი. ამიტომ არც ყრმები იხსნა დასაწყისშივე, არამედ ღუმელში ყოფნის შემდეგ (); არც დანიელი - ჩავარდნამდე, არამედ შვიდი დღის შემდეგ (). ამიტომ ნუ მიაქცევ ყურადღებას საქმეთა ბუნებას, რომელიც სასოების წარკვეთაში აგდებს, არამედ ღვთის ძალას, რომელსაც უიმედოდ მიჩნეული საქმეები კეთილ სასოებამდე მიჰყავს. სწორედ ამას აჩვენებს ფსალმუნთმგალობელიც და სურს წარმოაჩინოს, რამდენად ადვილად პოულობს გზას ღვთის ძალა: მას ძალუძს არა მხოლოდ დასაწყისშივე იხსნას, არამედ თვით საშინელებაში ჩავარდნილთა და შთანთქმულთა ამოყვანაც; მოისმინე, რა დაურთო: „ყოველი თესლები გარემომადგა მე“ (). ხედავ გამოუვალ საფრთხეს? რადგან ბრძოლა არც მწყობრად გამართულ მოწინააღმდეგეებთან იყო და არც პირისპირ მდგომებთან; ფსალმუნთმგალობელი შიგნით იყო მომწყვდეული, თითქოს რაღაც ბადით შემოხვეული და ქსელებით შეკავე...
29. და იხილა მეფემან, რამეთუ ზედდაესხმიან მას ფრიად და იძულებულმან მისცა მათ დანიილ.30. ხოლო მათ შთააგდეს იგი მღჳმესა მას ლომთასა, და იყო მუნ დღეთა ექუსთა.31. ხოლო იყვნეს მღჳმესა მას შინა შჳდნი ლომნი. და მიეცემოდა მათ დღივ ორი კაცისა გუამნი და ორნი პატრუჭაკნი. ხოლო მაშინ არა მიეცა მათ, რაჲთა შეჭამონ დანიილი.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 14