წინასწარმეტყველება დანიელისა 2:42
41. და რამეთუ იხილენ ფერჴნი და თითნი კერძოდ უკუე რკინისანი და კერძოდ კეცისანი - მეფობა განწვალებული იყო და ძირისაგან რკინისა იყო მის შორის, ვითარსახედ იხილე რკინაჲ, აღრეული კეცსა თიჴისასა,42. და თითნი ფერჴთანი, ზოგნი უკუე რკინისანი, ხოლო ზოგნი კეცისანი, და ზოგი მეფობისაჲ იყოს ძლიერ, და მისგან იყოს შემუსრვილი.43. და რამეთუ იხილე რკინა, აღრეული კეცსა თიჴისასა, თანაღრეულნი იყუნენ თესლთა შორის კაცთასა და არა იყვნენ თანაღწებულნი, ესრეთსახედ მათსა, ვითარ-იგი რკინა არ თანაღეზავების კეცსა.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 2