წინასწარმეტყველება დანიელისა 2:43
42. და თითნი ფერჴთანი, ზოგნი უკუე რკინისანი, ხოლო ზოგნი კეცისანი, და ზოგი მეფობისაჲ იყოს ძლიერ, და მისგან იყოს შემუსრვილი.43. და რამეთუ იხილე რკინა, აღრეული კეცსა თიჴისასა, თანაღრეულნი იყუნენ თესლთა შორის კაცთასა და არა იყვნენ თანაღწებულნი, ესრეთსახედ მათსა, ვითარ-იგი რკინა არ თანაღეზავების კეცსა.44. და დღეთა შინა მათ მეფესათასა აღადგინოს ღმერთმან ცისამან მეფობა, რომელი საუკუნეთადმი არა განიხრწნას, და მეფობაჲ მისი ერსა სხუასა არა დაუშთეს და დააწულილნეს და განფიწლნეს მეფობანი ყოველნი, და იგი აღდგეს საუკუნეთადმი.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 2