...რმედ: დაღაცათუ არა მიჴსნეს ღმერთმან ცეცხლისაგან, არამედ შემინდოს დაწუვად, არაჲვე გუელმის, არცა უვარ-ვჰყოფთ მას. ხოლო საჴუმილსა რაჲ შეითხინეს, ესოდენსა მას სიმჴნესა ზედა და ახოვნებასა იხილე სიმდაბლე გონებათა მათთაჲ, რასა იტყჳან, ვითარმედ: „შეგცოდეთ შენ, ყოვლითურთ ურჩულო ვიქმნენით და განგიდეგით ჩუენ შენგან“. და კუალად თხოვადცა წყალობისა არა ღირს-უჩნდეს თავნი თჳსნი, არამედ მამათმთავართა წინაუყოფდეს სავედრებელად, ვითარმედ: „ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან აბრაჰამისთჳს საყუარელისა შენისა, ისაკისთჳს მონისა შენისა და ისრაჱლ წმიდისა შენისა“. ხოლო თავისა თჳსისათჳს არარას სხუასა კეთილსა წამებენ, არამედ თავსა დამდაბლებულსა და სულსა გლახაკებისასა. ამით ესევითარითა სახითა არა თავთა თჳსთათჳს ოდენ, არამედ ყოვლისავე ერისათჳს ითხოვდეს წყალობასა, რაჲთა ყოვლით კერძო სიყუარულითა და სიმდაბლითა შემკობილ იქმნენ. არა იყვნეს მსგავს ჩუენდა, რომელ არა თუ ჟამსა განსაცდელისა და ჭირისასა, არამედ არცა თუ ჟამსა განსუენებისა და ლხინისასა ვაჴსენებთ ძმათა ჩუენ-თა. ხოლო იგინი ცეცხლსაცა შინა მოყუასთათჳს და ყოვლისავე ერისათჳს ვედრებასა შესწირვიდეს, ამისთჳსცა უდიდებულეს მეფისა მის იქმნეს. რამეთუ მაშინცა აღდგა იგი დ...
წინასწარმეტყველება დანიელისა 3:2
1. წელთა რვადაათთა ნაბუქოდონოსორ მეფემან ქმნა ხატი ოქროსაჲ, სიმაღლე მისი წყრთათა სამოცთა და სივრცე მისი წყრთათა ექუსთა. და აღდგა იგი ველსა შორის დეირასა, სოფელსა შინა ბაბილონსა.2. და ნაბუქოდონოსორ მეფემან წარავლინა შეკრებად ყოველთა მის ქუეშეთა, და სატრაპეზთა, და ადგილისმთავართა, წინამძღვართა მძლავრთა, და ჴელმწიფებათზედათა და ყოველთა მთავართა სოფელთასა მოსლვად ენკენიათა ხატისათა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან.3. და შეკრბეს ადგილისმთავარნი, ჳპატოსნი, სპასპეტნი, წინამძღუარნი დიდნი, ჴელმწიფებათზედანი, ყოველნი მთავარნი სოფელთანი მოსლვად ენკენიობასა ხატისასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან, და დგეს წინაშე ხატისა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 3