...იგი ყრმანი, რომელნი სიმდიდრესა მას შინა ესოდენთა სათნოებათასა მდაბალ იყვნეს და გლახაკ სულითა, შემუსრვილ და შეძრწუნებულ. ამისთჳსცა სხუასა არარას უჩუენებდეს შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, გარნა ესევითარსა მას გონებასა, და იტყოდეს: „არამედ თავითა დამდაბლებულითა და სულითა გლახაკებისაჲთა შე-მცაწირულ ვართ ჩუენ“. ესენი იყვნეს ჭეშმარიტად გლახაკ სულითა, რომელ არს სრულისა მის სიმდაბლისა საზომი. ამას ესევითარსა საზომსა სიმდაბლისასა ჰნატრის უფალი და იტყჳს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“. რამეთუ ვინაჲთგან დიდნი იგი ბოროტნი და წარმწყმედელნი სოფლისანი ანპარტავანებისაგან მოიწინეს, ეშმაკი ანგელოზთა თანა იყო და ეშმაკ იქმნა, ვითარცა იტყჳს მოციქული და განაკრძალებს, „არა ახალნერგო, რაჲთა არა განლაღნეს და სარჩელსა შევარდეს ეშმაკისასა“, რომელ არს ანპარტავანებაჲ; ეგრეთვე პირველი იგი კაცი ვნებითა მით ანპარტავნებისაჲთა მოიკიცხა ეშმაკისაგან და უკუდავებაჲ წარწყმიდა და სამოთხისა მისგან საშუებლისა ექსორია იქმნა, რამეთუ ენება ღმერთ-ყოფაჲ, ვითარცა მზაკუვარმან მან აღუთქუა, და რომელი აქუნდა, იგიცა წარწყმიდა; და მიერითგან ათასეულნი იგი და ბევრეულნი ბოროტნი აღმოეცენნეს ძირისა მისგან ბოროტისა და ღუარძლისა მისგან, რო...
წინასწარმეტყველება დანიელისა 3:3
2. და ნაბუქოდონოსორ მეფემან წარავლინა შეკრებად ყოველთა მის ქუეშეთა, და სატრაპეზთა, და ადგილისმთავართა, წინამძღვართა მძლავრთა, და ჴელმწიფებათზედათა და ყოველთა მთავართა სოფელთასა მოსლვად ენკენიათა ხატისათა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან.3. და შეკრბეს ადგილისმთავარნი, ჳპატოსნი, სპასპეტნი, წინამძღუარნი დიდნი, ჴელმწიფებათზედანი, ყოველნი მთავარნი სოფელთანი მოსლვად ენკენიობასა ხატისასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან, და დგეს წინაშე ხატისა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ.4. და ქადაგი ჴმობდა ძლიერებისა თანა: თქუენ გეტყჳ, ნათესავთა, ერთა, ტომთა, ენათა,
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 3