...ნ განსაკუთრებით აჩვენებს ღმერთი თავის ძალას: არა დასაწყისშივე, არამედ როცა ადამიანური მხრიდან ყველაფერი უიმედოდ ჩაითვლება. რადგან სწორედ ეს არის ღვთის შეწევნის ჟამი. ამიტომ არც ყრმები იხსნა დასაწყისშივე, არამედ ღუმელში ყოფნის შემდეგ (); არც დანიელი - ჩავარდნამდე, არამედ შვიდი დღის შემდეგ (). ამიტომ ნუ მიაქცევ ყურადღებას საქმეთა ბუნებას, რომელიც სასოების წარკვეთაში აგდებს, არამედ ღვთის ძალას, რომელსაც უიმედოდ მიჩნეული საქმეები კეთილ სასოებამდე მიჰყავს. სწორედ ამას აჩვენებს ფსალმუნთმგალობელიც და სურს წარმოაჩინოს, რამდენად ადვილად პოულობს გზას ღვთის ძალა: მას ძალუძს არა მხოლოდ დასაწყისშივე იხსნას, არამედ თვით საშინელებაში ჩავარდნილთა და შთანთქმულთა ამოყვანაც; მოისმინე, რა დაურთო: „ყოველი თესლები გარემომადგა მე“ (). ხედავ გამოუვალ საფრთხეს? რადგან ბრძოლა არც მწყობრად გამართულ მოწინააღმდეგეებთან იყო და არც პირ...
23. და კაცთა მათ შემასმენელთა სედრაქ მისაქ, ავდენაქოჲსთა მოსწყუედდა მათ ალი ცეცხლისაჲ გარემოს და მამრნი იგი, სედრაქ, მისაქ და აბედნაქო, შეცჳვეს საშუალ საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა შეკრულნი.24. და ვიდოდეს საშუალ მის ალისა, უგალობდეს ღმერთსა და აკურთხევდეს უფალსა.25. და წარდგომილმან შორის მათსა აზარია ილოცა ესრეთ, და აღმაღებელმან პირისა თჳსისამან შორის ცეცხლისა თქუა:
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 3