მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება დანიელისა 3:39

38. და არა არს ჟამსა ამას მთავარი, და წინაწარმეტყუელი, და წინამძღუარი, არცა ყოვლადდასაწველი, არცა მსხუერპლი, არცა შესაწირავი, არცა საკუმეველი, არცა ადგილი ნაყოფებად წინაშე შენსა.39. და პოვნად წყალობაჲ, არამედ სულისა მიერ შემუსრვილისა და მბერავისა სიმდაბლისაჲსა შემიწყნარე,40. ვითარცა ყოვლადდასაწველებისა მიერ ვერძთა და კუროთაჲსა, და ვითარცა ბევრებისა მიერ კრავთა პოხიერთაჲსა, ესრეთ იქმენინ მსხუერპლი ჩუენი წინაშე შენსა, უფალო, დღეს, და სრულ-ჰყავ შემდგომად შენსა, რამეთუ არა არს სირცხჳლი მოსავთა შენდამი.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 3
39. და პოვნად წყალობაჲ, არამედ სულისა მიერ შემუსრვილისა და მბერავისა სიმდაბლისაჲსა შემიწყნარე,

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (5,3).:

...იგი ყრმანი, რომელნი სიმდიდრესა მას შინა ესოდენთა სათნოებათასა მდაბალ იყვნეს და გლახაკ სულითა, შემუსრვილ და შეძრწუნებულ. ამისთჳსცა სხუასა არარას უჩუენებდეს შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, გარნა ესევითარსა მას გონებასა, და იტყოდეს: „არამედ თავითა დამდაბლებულითა და სულითა გლახაკებისაჲთა შე-მცაწირულ ვართ ჩუენ“. ესენი იყვნეს ჭეშმარიტად გლახაკ სულითა, რომელ არს სრულისა მის სიმდაბლისა საზომი. ამას ესევითარსა საზომსა სიმდაბლისასა ჰნატრის უფალი და იტყჳს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“. რამეთუ ვინაჲთგან დიდნი იგი ბოროტნი და წარმწყმედელნი სოფლისანი ანპარტავანებისაგან მოიწინეს, ეშმაკი ანგელოზთა თანა იყო და ეშმაკ იქმნა, ვითარცა იტყჳს მოციქული და განაკრძალებს, „არა ახალნერგო, რაჲთა არა განლაღნეს და სარჩელსა შევარდეს ეშმაკისასა“, რომელ არს ანპარტავანებაჲ; ეგრეთვე პირველი იგი კაცი ვნებითა მით ანპარტავნებისაჲთა მოიკიცხა ეშმაკისაგან და უკუდავებაჲ წარწყმიდა და სამოთხისა მისგან საშუებლისა ექსორია იქმნა, რამეთუ ენება ღმერთ-ყოფაჲ, ვითარცა მზაკუვარმან მან აღუთქუა, და რომელი აქუნდა, იგიცა წარწყმიდა; და მიერითგან ათასეულნი იგი და ბევრეულნი ბოროტნი აღმოეცენნეს ძირისა მისგან ბოროტისა და ღუარძლისა მისგან, რო...

სრულად ნახვა