მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება დანიელისა 3:50

49. ხოლო ანგელოზი უფლისაჲ თანაშთავიდა მყის აზარიაეთსა საჴმილად მიმართ და განყარა ალი ცეცხლისა საჴმილისაგან.50. და ყო შორის საჴმილისა, ვითარცა სული ცუარისა, ვითარცა-რაჲ მსტჳნავი, და არ შეეხო მათ ყოვლითურთ ცეცხლი მათდა, და არ შეაწუხნა იგინი და არ აღაშფოთნა იგინი.51. მაშინ სამნივე, ვითარცა ერთისაგან პირისა, აქებდეს და აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა, საჴმილსა შორის მეტყუელნი:
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 3
50. და ყო შორის საჴმილისა, ვითარცა სული ცუარისა, ვითარცა-რაჲ მსტჳნავი, და არ შეეხო მათ ყოვლითურთ ცეცხლი მათდა, და არ შეაწუხნა იგინი და არ აღაშფოთნა იგინი.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ დ ვითარმედ უჴმს ქრისტეანესა საქმეთაცა კეთილთა მოგებაჲ:

...უარებისასა, არამედ დაღაცათუ საჴუმილსა მას სიგლახაკისასა ჯერ-იყოს შთავრდომაჲ, შთავცჳვეთ გულსმოდგინედ და კერპსა მას ნუ თაყუანის-ვსცემთ. ესე თუ ვქმნათ, იქმნას ჩუენ ზედაცა გარდამოსლვაჲ ანგელოზისაჲ, და მიმოდაყაროს ალი იგი ჭირთა და განსაცდელთაჲ და ყოს საჴუმილსა მას შინა ბრძოლათასა, „ვითარცა ქარი ცუარისაჲ რაჲ ნიავინ“.

ვივლტოდით მონებისაგან ვნებათაჲსა, დიდებისმოყუარებისა და ვეცხლისმოყუარებისა და გემოთმოყუარებისა და სხუათა მათ მრავალთა ნაშობთა მათთაგან, რამეთუ ესე არიან დედანი და მშობელნი ყოველთა ვნებათანი. ნუ შევშინდებით ცეცხლისა მისგან ბრძოლათაჲსა, დაღაცათუ საჴუმილ ეწოდების. რამეთუ მაშინცა, რომელნი-იგი წინააღუდგეს მეფისა მის ბრძანებასა და შეცჳვეს საჴუმილსა მას სიყუარულისათჳს ღმრთისა, არა დაიწუნეს, არამედ განბრწყინდეს, ხოლო რომელნი შეშინდეს მეფისა მის მოკუდავისაგან და თაყუანის-სცეს კერპსა მას და გარემო საჴუმილსა მას იქცეოდეს, დაიწუნეს. არამედ მაშინ ორივე იგი ერთბამად იქმნა ერთსა შინა ჟამსა. ხოლო აწ ერთი ესე აქა ყოფად არს, და ერთი იგი - მერმესა მას საუკუნესა, და რომელიმე - აქაცა და მერმესაცა. რამეთუ რომელთა აღირჩიონ ჭირი და ღუაწლი და სიგლახაკე, შიმშილი და წყურილი და სხუაჲ ყოველივე ღუაწლი, - არა მონებისათჳს მამონაჲსა, - აქაცა ბრწყინვალე იქმნენ...

სრულად ნახვა