წინასწარმეტყველება დანიელისა 9:26
25. მეცნიერება და გულისხუმის-ყოფაჲ და გამოსლვითგან სიტყუათათ მიგებად და აღშენებად იერუსალჱმისა ვიდრე ქრისტესადმე წინამძღუარისა შჳდეულნი შჳდ და შჳდეულნი სამეოცდაორ, და მოაქციოს და აღეშენნენ უბანნი და ზღუდე, და განახლდენ ჟამნი.26. და შემდგომად შჳდეულისა სამეოცდაორთა მოისპოს ცხებაჲ და მსჯავრი არა იყოს მას შინა, და ქალაქი და წმიდაჲ განიხრწნას წინამძღუარისა თანა მომავალისა და მოიკუეთნენ წყლითრღუნასა შინა და ვიდრე დასასრულამდე ბრძოლისა შემოკლებულისა დააწესნეს უჩინოქმნულებად, და განაძლიეროს აღთქმაჲ მრავალთაჲ შჳდეულსა ერთსა და ნახევარსა შორის შჳდეულისასა დააცხროს მსხუერპლისსაცავი და მსხუერპლი შესაწირავი და ფრთესა ზედა დააწესოს უჩინოქმნისაგან და ვიდრე აღსასრულისამდე და სწრაფისა დააწესოს უჩინოქმნასა ზედა.27. და განაძლიეროს აღთქმაჲ მრავალთა შჳდეულსა ერთსა და კერძოსა შჳდეულისასა აღებულ იქმნეს მსხუერპლი ჩემი და შესაწირავი და ამათ თანა შორის ტაძრისა საძაგელი მოოჴრებისა იყოს და ვიდრე დასასრულამდე ჟამისაჲსა დასასრული მოეცეს მოოჴრებასა შინა.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 9