მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება დანიელისა 9:27

26. და შემდგომად შჳდეულისა სამეოცდაორთა მოისპოს ცხებაჲ და მსჯავრი არა იყოს მას შინა, და ქალაქი და წმიდაჲ განიხრწნას წინამძღუარისა თანა მომავალისა და მოიკუეთნენ წყლითრღუნასა შინა და ვიდრე დასასრულამდე ბრძოლისა შემოკლებულისა დააწესნეს უჩინოქმნულებად, და განაძლიეროს აღთქმაჲ მრავალთაჲ შჳდეულსა ერთსა და ნახევარსა შორის შჳდეულისასა დააცხროს მსხუერპლისსაცავი და მსხუერპლი შესაწირავი და ფრთესა ზედა დააწესოს უჩინოქმნისაგან და ვიდრე აღსასრულისამდე და სწრაფისა დააწესოს უჩინოქმნასა ზედა.27. და განაძლიეროს აღთქმაჲ მრავალთა შჳდეულსა ერთსა და კერძოსა შჳდეულისასა აღებულ იქმნეს მსხუერპლი ჩემი და შესაწირავი და ამათ თანა შორის ტაძრისა საძაგელი მოოჴრებისა იყოს და ვიდრე დასასრულამდე ჟამისაჲსა დასასრული მოეცეს მოოჴრებასა შინა.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 9
27. და განაძლიეროს აღთქმაჲ მრავალთა შჳდეულსა ერთსა და კერძოსა შჳდეულისასა აღებულ იქმნეს მსხუერპლი ჩემი და შესაწირავი და ამათ თანა შორის ტაძრისა საძაგელი მოოჴრებისა იყოს და ვიდრე დასასრულამდე ჟამისაჲსა დასასრული მოეცეს მოოჴრებასა შინა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, (დან. 9,27) რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ“ (24,15).:

...სასრულად იერუსალჱმისა მოოჴრებასა იტყჳს. და ესე საცნაურ არს შემდგომისა მის სიტყჳსაგანცა, რამეთუ შემოიღო სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელებისაჲ დასამტკიცებელად მათისა მის მოოჴრებისა და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ“ (24,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აღუჴსენნა სიტყუანი დანიელისნი, რაჲთა აღმოიკითხონ წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი და გულისჴმა-ყონ. ხოლო საძაგელად მოოჴრებისა უწესს ხატსა მას ძეგლოანსა მომაოჴრებელისა მის, რომელი აღჰმართა ქალაქსა მას შინა და ტაძარსა, ამისთჳს მოოჴრებისად სახელსდვა. და რაჲთა ცნან, ვითარმედ ცხორებასავე ვიეთთამე მათგანთა ყოფად არს ესე, ამისთჳს ეტყჳს: „რაჟამს იხილოთო საძაგელი მოოჴრებისაჲ“.

და ესეცა სასწაული არს ქრისტეს ძალისაჲ და მათისა მის ახოვნებისაჲ, რომელ ჟამთა მათ, რომელთა ებრაელთა მიმართ ყოველთა ტომთა ბრძოლაჲ დაუგებელი აქუნდა, იგინი ქადაგებდეს უშიშად. ოდეს-იგი ბრძანებაჲ კეისრისაჲ განაჩინებდა დევნულებისა დიდისა ყოფად მათ ზედა, და მსგავს იყო საქმე მათი, ვითარმცა ზღუაჲ აღძრულ იყო ღელვითა სასტიკითა, და ჰაერი დაბნელებულ იყო ალმურითა ჴშირითა, და ნიავქარნი სასტიკნი ეკუეთებოდეს ურთიერთას, და ყო...

სრულად ნახვა