...ბდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი"** (). გმირებად, ვფიქრობ, საღვთო წერილი აქ სხეულით ძლიერ ადამიანებს უწოდებს. მათგან, ამბობს, მათი მოდგმა გამრავლდა. ამაზე სხვაგანაც არის ნათქვამი: „გმირნი მოვლენ დაცხრობად რისხვისა ჩემისა" (). ხოლო რიცხვს ას ოც წელს ზოგიერთი სიცოცხლის ზღვრად მიიჩნევს; მაგრამ ეს ასე არ არის, არამედ წერილს ამით იმ სულგრძელობის ჩვენება სურს, რომელსაც (უფალი) ადამიანთა მიმართ ასეთ მრავალ ცოდვათა შემდეგაც იჩენს. ამრიგად, რათა ვიცოდეთ, რომ ადამიანები (ღვთის მიერ გამოვლენილი) რისხვისა და მუქარის შემდეგაც, ხანგრძლივი სულგრძელობის შემდეგაც, რომელიც მათ სინანულისთვის მიეცათ, არა თუ არ გამოსწორდნენ, არამედ კვლავ აგრძელებდნენ ცოდვის ჩადენას, წერილი ამბობს: „ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი". ხედავ, რა უკიდურესი უგუნურება? რა სულიერი უგრძნობლობა? არც სასჯელის შიშმა, არც (ღვთის) სულგრძელობის ხანგრძლივობამ არ აშორა ისინი ბოროტ საქმეებს; ერთხელ უფსკრულში ჩავარდნილნი და სულიერი მხედველობა დაკარგულნი, უწმიდური ავხორცობით, თითქოს სიმთვრალით მოცულნი...
წინასწარმეტყველება ესაიასი 13:3
2. მთასა ზედა ევლოანსა აღიღეთ სასწაული, აღიმაღლეთ ჴმაჲ თქუენი, ნუ გეშინინყე. ნუგეშინის-ეცით ჴელითა, აღაღეთ მთავართა.3. მე დავაწესო, განწმენდილნი არიან, და მე შევკრიბნე იგინი; გმირნი მოვლენ დაცხრობად რისხვისა ჩემისა, მოხარულნი ერთბამად და მაგინებელნი.4. ჴმაჲ ნათესავთა მრავალთა მთათა ზედა მსგავსი ნათესავთა მრავალთა, ჴმა მეფეთა და ნათესავთა შეკრებულთა. უფალმან საბაოთ უბრძანა ნათესავსა საჭურველით მბრძოლისა
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 13