...ევითარისა გულფიცხელობისაგან, რაჲთა არა მსგავსი მისი და ფრიად უძჳრესი შეგუემთხჳოს. დაღაცათუ არა წინაგჳც ზღუაჲ მეწამული, არამედ წინაგჳც ზღუაჲ იგი ცეცხლისა მის უშრეტისაჲ; წინა-გჳც დღე იგი სასჯელისაჲ, დღე მწუხარებისა და რისხვისაჲ, ვითარცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „დღე გულისწყრომისა და იწროებისაჲ ცოდვილთა ზედა“, ოდეს-იგი განვარდენ პირისაგან ქრისტესსა, - ჵ განსაცდელი იგი, - და მიეცნენ ცეცხლსა მას გეჰენიისასა და ბნელსა გარესკნელსა, სადა-იგი არავის თჳსთაგანსა და მეცნიერსა ხედვიდენ, არამედ ზედამდგომელთა მათ ხოლო სატანჯველისათა; ვითარცა-იგი რომელნი აქა შეცოდებათათჳს ბოროტთა შთაცჳვიან ვიეთნიმე ორმოებსა შინა ბნელსა, ყოველთა მიერ საწყალობელ იყვნიან.
და რაჲ არს ამის სოფლისა სატანჯველი მერმესა მას თანა? რამეთუ ფრიად უძნელეს და უმწარეს არს მერმისა მის საუკუნოჲსაჲ. აქაჲ ყოველივე წარმავალ არს, ხოლო მუნ - საუკუნე; აქა ეგების ვედრებაჲ მეფისა გინა მთავრისაჲ და გამოყვანებად დასჯილისა მის, გარნა მუნ არარაჲ ესევითარი შესაძლებელ არს, არამედ ვინაჲთგან მიეცეს განჩინებაჲ მართლმსაჯულისა მისგან მეუფისა და შთავარდენ ცოდვილნი ცეცხლსა მას, მიერითგან არღარა არს მიერ განრომაჲ, არამედ მარადის იწუებიან, და ეგევითარი აქუს სალმობაჲ და ტკივილი, რომლისა გამოთქუმაჲ ყოვლა...