...ღა-ღატ-ყო: „ჵ უბადრუკსაო!“ და ყოველნი წმიდანი ესრეთ აბრალებენ თავ-თა თჳსთა, ხოლო ზუავთა და ანპარტავანთა ყოლადვე არა იციან საზომი თჳსი. და რომელმან თავი თჳსი არა იცოდის, მან სხუაჲ რაჲმცა იცოდა? ესევითარი იყო იგი, რომელმან თქუა: „დავდგა საყდარი ჩემი მაღალთა ზედა“, ვინაჲთგან თავი თჳსი არა იცოდა, თუ ვინ არს. ამისთჳს სრულიად უგუნურ იქმნა. არამედ არა ესრეთ იყო პავლე. ამისთჳს ნარჩევად ყოველთა უწესს თავსა თჳსსა და არაღირსად მოციქულებასა ესოდენთა მათ კეთილთა მისთა ზედა. მას უკუე ვჰბაძვიდეთ, მორწმუნენო. ხოლო ესე წარვჰმართოთ, უკუეთუ განვეშორნეთ საქმეთა და ზრუნვათა სოფლისათა; რამეთუ არარაჲ ესრეთ დაგუაბრკოლებს ცნობად თავთა თჳსთა, ვითარ შემსჭუალვაჲ სოფლისა საქმეთა, და არარაჲ ესრეთ შეგუამსჭუალავს სოფლისა საქმეთა, ვითარ უცნაურობაჲ თავისა თჳსისაჲ. ხოლო რომელმან უგულებელს-ყვნეს სოფლისა საქმენი, მან თავიცა თჳსი იცნას და სხუათაცა სათნოებათა შინა წარემატოს.
აწ უკუე, ძმანო, ჩუენცა კეთილი ესე წესი შევიკრძალოთ, განვეყენნეთ სიყუარულსა ცუდთა ამათ და წარმავალთასა, ვიცნათ უნდოებაჲ თავთა თჳსთაჲ და შევიტკბოთ წესი სიმდაბლისაჲ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილ-თა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ...