...ჯელი, არა ბოროტთა მათთჳს ოდენ, რომელთა ვიქმთ, არამედ ამისთჳსცა, რომელ სახელი ღმრთისაჲ ჩუენ მიერ იგმობვის.
ვიდრემდის უკუე მონაქმნულნი ვართ მრავალთა მათ ვნებათანი? განვეყენნეთ აწ მათგან! ნუმცა ვართ, ვითარცა უგულისხმონი იგი, რომელთათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „ვჭამოთ და ვსუათ, და ხვალე მოვსწყდებით“. ამისთჳსცა აყუედრებდა მათ, ვითარმედ: „ნუუკუე დაემკჳდრნეთა მხოლონი ქუეყანასა ზედა?“ ამისთჳს მეშინის, ნუუკუე დავადგრეთ ბოროტსა შინა და ვპოვოთ საშჯელი საუკუნოჲ. არამედ ჴელ-ვყოთ სათნოებაჲ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.