მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 26:9

8. რამეთუ გზა უფლისაჲ განკითხვა. ვესევდით სახელისა მიმართ შენისა და საჴსენებელისა მიმართ, რომლისა გულისმთქუმელ იყო სული ჩემი.9. ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, მით, რამეთუ ნათელ არს ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა. ისწავეთ სიმართლე დამკჳდრებულთა ქუეყანისათა,10. რამეთუ დადუმნა უღმრთოჲ და რომელმან არა ისწაოს სიმართლე ქუეყანასა ზედა, ჭეშმარიტება არა ყოს, მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 26
9. ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, მით, რამეთუ ნათელ არს ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა. ისწავეთ სიმართლე დამკჳდრებულთა ქუეყანისათა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...სადმი მეგობრობით სავსე. ამბობს: „ღამესა აღიპყრენით ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით, უფალსა" (); და კვლავ: „ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, მით, რამეთუ ნათელ არს ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა" (). დავითის გალობებიც ცრემლთა მრავალ წყაროს აღძრავს. რადგან, როდესაც გალობს და ამბობს: „დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო" (); და კვლავ: „რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი" (); და კვლავ: „რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?" (); „კაცი ამავოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ" (); და: „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა" (...

სრულად ნახვა