მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 28:16

15. რამეთუ სთქუთ: ვყავთ აღთქუმა ჯოჯეხეთისა თანა და სიკუდილისა თანა ზავნი, გრიგალი მოღებული უკეთუ მოვიდეს, არა თქუენ ზედა მოვიდეს, დავდევით ტყუილით სასოება ჩუენი, და ტყუილითა დავეფარნეთ?16. ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ჩუენი: აჰა, ესერა, დავსდებ საფუძველთა სიონისათა, ლოდსა ფრიად პატიოსანსა, რჩეულსა თავსაკიდურსა პატიოსანსა საფუძველთა მისთა, და რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუანეს.17. დავდვა სასჯელი სასოებად, ხოლო მოწყალება სასწორით, რომელნი ესვენ ამაოდ ტყუვილსა, არა თანაწარგუჴდეს ჩუენ გრიგალი.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 28
16. ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ჩუენი: აჰა, ესერა, დავსდებ საფუძველთა სიონისათა, ლოდსა ფრიად პატიოსანსა, რჩეულსა თავსაკიდურსა პატიოსანსა საფუძველთა მისთა, და რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუანეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“ (ფსალმ. 117,22-23); (შდრ. ესაია 28,16) (21,42).:

...ამის-თჳს წინაჲსწარმეტყუელისა იგი სიტყუაჲ წარმოიღო სამხილებელად მათდა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“ ; (21,42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლით კერძო გამოაჩინა განვრდომაჲ იგი ჰურიათაჲ და შეწყნარებაჲ წარმართთაჲ. ესე საქმე ქანანელისაგანცა მოასწავა და ასისთავისაგანცა და კარაულისაგანცა და სხუათა მრავალთა სახეთაგან. ეგრეთვე აქა ესე აუწყა. ამისთჳს იტყჳს: „უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“.

რომელსა იტყჳს უფლისა მიერ ყოფად და საკჳრველად წინაშე თუალ-თა ჩუენთა? შენაწევრებასა მას განყოფილთა მათ კიდეთასა. ესე იგი არს, ვითარმედ წარმართნი მოვიდენ სარწმუნოებად, და ჰურიათაგან რომელ-თაცა ჰრწმენეს, ერთ იქმნენ მათ თანა. რომელთა შორის პირველ ფრიადი და ურიცხჳ იყო განყოფილებაჲ და მტერობაჲ, რომელთა შეერთებაჲ ძნელ იყო და საკჳრველ.

„ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურ-თა“. ლოდად ქრისტეს უწესს და მაშენებელად იტყჳს მოძღუართა მათ ჰურიათა, მწიგნობართა და ფარისეველთა, რომელთადა რწმუნებულ იყო შენებაჲ წესთა მათ შჯული...

სრულად ნახვა