მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 34:4

3. ხოლო წყლულნი მათნი დაცჳვენ და მკუდარნი. და აღვიდეს საყნოსი მათი, და დასოვლდენ მთანი სისხლისაგან მათისა.4. და დადნენ ყოველნი ძალნი ცისანი, და წარიგრაგნოს ცაჲ, ვითარცა წიგნი. და ყოველნი ვარსკულავნი დამოცჳვენ, ვითარცა ფურცელნი ვენაჴისაგან და ვითარცა დაცჳვიან ფურცელნი ლეღჳსაგან.5. დაითრო ჴრმალი ჩემი შორის ცისა, აჰა, იდუმეასა ზედა გარდამოვიდეს და ერსა ზედა წარწყმედისასა მშჯავრისა თანა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 34
4. და დადნენ ყოველნი ძალნი ცისანი, და წარიგრაგნოს ცაჲ, ვითარცა წიგნი. და ყოველნი ვარსკულავნი დამოცჳვენ, ვითარცა ფურცელნი ვენაჴისაგან და ვითარცა დაცჳვიან ფურცელნი ლეღჳსაგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ბოლოსიტყუაჲ:

...* კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმულია ტექსტის დაზიანებული ადგილები, აღდგენილი „მათეს სახარების თარგმანებაზე“ დართული ამავე ანდერძის მიხედვით.

და ხილული ესე სამყაროჲ ცისაჲ], ვითარცა წერილი იტყჳს, [წარიგრაგნოს, ვითარცა წიგნი, დღესა მას მეორედ] მოსლვისასა, და ვარსკულავნი [მისნი ვითარცა ფურ]ცელნი დაცჳვენო; ხოლო სულიერი ესე ცაჲ, რომელი ჩუენ გან[კაცები]თა შეგჳმზადა, მაშინ უმეტესად გამოაბრწყინვოს მან თავადმან და მნათობნი იგი მისნი გამოაჩინნეს ფრიად უბრწყინვალჱს მზისა.

ამის სულიერისა სამყაროჲსათჳს იტყოდა [დავით წინაჲსწარმეტყუელი სულითა], ვითარმედ: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, დაბადებულსა ქმნილსა ჴელთა მისთასა - სამყაროჲ“, რამეთუ ჭეშმარიტად იქმნა ესე. ვინაჲთგან შემდგომად აღდგომისა უბრძანა ქრისტემან წმიდათა მოციქულთა, ვითარმედ: „წარვედით, მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, და მერმე, დღესა მას მეერგასესა, მოუვლინა სული წმიდაჲ და აღავსნა იგინი მადლითა, განვიდეს და მოიმოწაფნეს ყოველნი წარმართნი და მიუთხრობდეს დიდებასა ღმრთისასა და საქმეთა მათ მიუთხრობელისა განგებულებისა მისისათა. ხოლო არა სიტყჳთ ოდენ აღასრულეს ქადაგებაჲ, არამედ მ...

სრულად ნახვა