...არამედ მამისა მიაგდო საქმე იგი, რაჲთა შეუორგულებელად ჰრწმენეს მათ.
„ანუ ჰგონებთ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლეს ათორმეტთა გუნდთა ანგელოზ-თაჲ?“
იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვითარმედ: „ერთი ანგელოზი გამოვიდა და მოსწყჳდა ას ოთხმეოცდახუთი ათასი აღჭურვილთაჲ“. უკუეთუ ერთმან ანგელოზმან ას ოთხმეოცდახუთი ათასი მოსწყჳდა, რად უჴმდეს აწ ათასისა კაცისათჳს ათორმეტი გუნდი ანგელოზთაჲ?
რამეთუ გუნდად აღირაცხვის ათი ბევრი, ჯერ-იყო უკუე ათორმეტსა გუნდსა შინა ყოფად ას ოცი ბევრი. რად უჴმდეს ესოდენნი ათასსა კაცსა ზედა? არამედ ესე ყოველი მათისა უძლურებისათჳს ესრეთ გამოსახა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ ფრიადითა შიშითა შეპყრობილ იყვნეს მაშინ მოწაფენი. ამისთჳს წამებასა წერილთასა მოიღებს და უჩუენებს, ვითარმედ ნეფსით მივალს ვნებად, და ყოვლით კერძო ნუგეშინის-სცემს და განა-ძლიერებს მათ და აყენებს ბრძოლად ერისა მის. ესე ყოველი ჰრქუა მოწაფეთა, ხოლო ერსა მას ეტყოდა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა; დღითი-დღედ თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე“ (26,55).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, რავდენი საქმე უჩუენა შემძლებელი მოდრეკად გულთა...