...სებელად უზეშთაეს არს დაბადებულთასა? გარნაღა ვერ უძლებ ამისა თქუმად, ვითარმედ: არა ფრიად უზეშთაეს არს და შეუმსგავსებელ მათ მიერ, ხოლო უკუეთუ მსგავსად მათისა დასაბამი აქუს, სადა არს შეუმსგავსებელობაჲ იგი მისი და უზეშთაესობაჲ დაბადებულთაგან? ანუ რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „მე ვარ პირველი, და მე ვარ შემდგომი“, „და პირველ ჩემსა არა ყოფილ არს სხუაჲ ღმერთი“? რამეთუ უკუეთუ ძჱ არა დაუსაბამოჲ არს, არა სადამე აქუს ბუნებაჲ მამისაჲ, რამეთუ მამაჲ დაუსაბამოჲ არს. და უკუე-თუ ბუნებაჲ მამისაჲ არა აქუს, სხუაჲ სადამე ღმერთი არს. უკუეთუ არა თანადაუსაბამო არს მამისა, ვითარ სთქუა, თუ: უსაზღვრო არს ცხორებაჲ მისი? რამეთუ უკუეთუ დასაბამი აქუს, დაღაცათუ დაუსრულებელი აქუს ცხორებაჲ მისი, არავე უსაზღვრო არს, რამეთუ უსაზღვროჲ ორკერძოვე ჯერ-არს უსაზღვრო-ყოფად, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ“, რომლითა მოასწავებდა დაუსაბამოებასა და დაუსრულებელობასა მისსა.
რამეთუ ვითარცა დასასრული არა აქუს, ეგრეთვე არცა დასაბამი აქუს, და არცა აქა დასასრული არს, არცა მუნ - დასაბამი. ანუ რომელი-იგი ცხორებაჲ არს სამარადისოჲ, ვითა...