...ობს წინაწარმეტყუელი სიმ-შჳდესა მისსა და გამოუთქუმელსა მას ძალსა, და წარმართთა კარსა დიდსა ცხორებისასა განუღებს, და მოწევნადთა მათ ჰურიათა ზედა ბოროტთა მოასწავებს, და აჩუენებს ერთობასა მას ძისასა მამისა თანა, ამისთჳსცა იტყჳს: „აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა“.
ვინაჲთგან საყუარელი მისი არს, რომელი სთნავს სულსა მისსა, საცნაურ არს, ვითარმედ ყოველსავე ერთითა ნებითა და ერთითა განზრახვითა იქმან. ეგრეთვე დაჴსნაჲ შაბათისაჲ ნებისაებრ მისისა იქმნა, და სათნო-უჩნდა მას, არა თუ უძნდა საქმე ესე.
მერმე სიმშჳდესა მისსა ქადაგებს და იტყჳს: „არა ჴმობდეს, არცა ღა-ღადებდეს“. ესე იგი არს, ვითარმედ მას ენება კურნებაჲ მათი და კეთილის-ყოფაჲ, ხოლო ვინაჲთგან იგინი წინააღუდგებოდეს, არარას ელალვოდა, არცა აიძულებდა. კუალად აჩუენებს მისსა ძლიერებასა და მათსა უძლურებასა და იტყჳს: „ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს“. რამეთუ ადვილ იყო წინაშე მისსა შემუსრვაჲ მათ ყოველთაჲ, ვითარცა ლერწმისა განტეხილისაჲ, არამედ სულგრძელ ექმნა.
„და პატრუკი მბნდჳნვარე არა დაშრიტოს“. ამით სიტყჳთა მათსა მას გულისწყრომისა მოტყინარებასა მოასწავებს და იტყჳს, ვითარმედ: ესრეთ ძალ-ედვა მეყსა შინა დაშრეტაჲ მათი, ვითარცა ადვილ არს დაშრეტაჲ პატრუკი...