...მოსლვისასა მას ყოფად განჩინებულსა დამოცჳვნებასა მნათობთასა, ჯუარ-ცუმასა უფლისასა ქმნილმან მზისა დაბნელებამან, ხოლო მთოვარისა სისხლად გარდაქცევაჲ, დაღაცათუ მახარებელთა მიერ არა აღწერილ არს, არამედ სარწმუნო არს ესაიაჲს წინაჲსწარმეტყუელებისაგან, ვითარმედ: "შევჰმოსო ცასა ბნელი და დავდვა ვითარცა ძაძაჲ შესამოსელი მისი" (). ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ უკუეთუ ცაჲ დაბნელდა, ნუ-უკუე და მთოვარეცა აჩუენებდა ნიშსა რასმე ვნებისასა გარეგან წესთა თჳსთა, რაჲთა ყოველთა დაბადებულთა თანა ევნებოდის ვნებასა მას ზედა ყოველთა დამბადებელისასა.
და კუალად ესევე მზისა გარდაქცევაჲ ბნელად და მთოვარისაჲ - სისხლად, ჟამთა მათცა იქმნა ჰურიათა ჰრომთა მიერ წარტყუენვისათა, ვითარ-იგი მრავალსა რას ესევითარსა მოგჳთხრობს მათთჳს იოსიპპოს, რაჟამს-იგი ზეცით და ქუეყანით იმხილებოდეს ნიშებითა და სასწაულებითა და სიმრავლისაგან განსაცდელთა მათთაჲსა ვერცაღა მნათობთა განიცდიდეს, არამედ ყოველივე ბნელ იყო მათთჳს: ღამე — უკუნ, და დღე — უწყუდიადეს ბნელისასა. და ესე იყო ცოცხალთათჳს,რამეთუ მკუდართა ყოველთათჳსვე ცხად არს, ვითარმედ არცა მზისა, არცა მთოვარისა, გინა ვარსკულავთა ნათელი ჰნათობს მათ. ესე ყოველი ეყო ჰურიათა უწინარეს საუკუნოჲსა მის საშჯელისა, რომელსა უწოდს დღედ უფლისა; დიდად ამისთჳს, რამ...