...ს საპირისპიროს აკეთებს და უზრუნველობით თავს მხეცებს ამსგავსებს. ამიტომაც საღვთო წერილი, გონებით დაჯილდოებულ ადამიანებს მათი ასეთი საძაგელი ვნებებისთვის უტყვ ცხოველთა სახელებს აძლევს, ხშირად მხეცებისასაც კი. ასე, ხან ძაღლებს უწოდებს მათ, უსირცხვილობისა და თავხედობისთვის: „ძაღლებ უჴმო, ვერშემძლებელნი ყეფად" (); ხან ცხენებს, ავხორცობისთვის: „ცხენებ დედალთმბორგელ იქმნენ, თითოეული ცოლსა მოყუსისა თჳსისასა შეჰჴჳოდა" (); ხან სახედრებს, უგუნურებისა და სისულელისთვის: „ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (); ხან ლომებსა და ავაზებს, ხარბობისა და მტაცებლობისთვის; ხან ასპიტებს, ვერაგობისთვის: „გესლი, — ამბობს, — ასპიტთა ბაგეთა მათთა" (); ხან გველებსა და იქედნეებს, შხამიანობისა და ბოროტებისთვის, როგორც ნეტარი იოანეც ღაღადებდა: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა" ()? სხვა, ვნებების შესაბამის სახელებსაც აძლევს ადამიანებს, რომ ამით მაინც შერცხვეთ და ოდესმე (ადამიანთათვის) თანდაყოლილ კეთილშობილებას დაუ...
წინასწარმეტყველება ესაიასი 56:10
9. მოვედით, ჭამეთ ყოველთა მჴეცთა მაღნარისათა.10. იხილეთ, რამეთუ დაბრმეს ყოველნი, არა ცნეს გაგონებად, ყოველნი ძაღლებ უჴმო, ვერშემძლებელნი ყეფად. მესიზმრენი საწოლითა, მოყუარენი ჰრულისანი,11. და ძაღლნი ურცხჳნონი სულითა, არმეცნიერნი განძღომად და არიან უკეთურნი, არმცოდნელნი გულისხმის-ყოფასა, ყოველნი გზათა თჳსთა შეუდგეს. თითოეული ძჳნად თჳსსა ანგაჰრებს კიდითგან მისით.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 56