...თა მათ ვაჭრობათაგან. ხედვიდეს სასწაულთა მათ ურიცხუთა და წინააღმდგომად ღმრთისა ეტყოდეს წინააღმდგომნი იგი ჭეშმარიტებისანი; ესმოდეს სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთანი და ყრმათა ღაღადებაჲ, და უფიცხეს ქვათა იყვნეს გულნი მათნი.
ამისთჳს უფალმან სიტყუანი ესაიაჲსნი აღუჴსენნა: „წერილ არსო: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“ .
და არა ამათ ხოლო სიტყუათა მიერ აჩუენა ჴელმწიფებაჲ თჳსი, არამედ კურნებითაცა თითოფერთა სენთაჲთა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი“ (21,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ძალი და ჴელმწიფებაჲ თჳსი უჩუენა, რაჲთა ყოვლით კერძო უსიტყუელ იყვნენ, ხოლო იგინი უკეთურებასავე ზედა თჳსსა ეგნეს. ხედვიდეს სასწაულთა მათ ურიცხუთა და ესმოდა ღაღადებაჲ იგი ყრმათაჲ და შეიშთვებოდეს შურისაგან, ვითარცა ესერა გუესმა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იხილეს მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა, რომელი-იგი ქმნნა იესუ სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდა ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა, განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა-ესე იტყჳან?“ (21,15-16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე უმეტესად ქრისტეს შეჰგვანდა თქუმად მათდა, ვი-თა...