მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 58:6

5. არა ესე მარხვაჲ გამოვირჩიე და დღე დამდაბლებისა კაცისა სულისა თჳსისა, არცა მო-თუ-იდრიკო, ვითარცა გრკალი, ქედი შენი, და ძაძაჲ და ნაცარი დაირეცო, არცა ეგრეთ ეწოდოს მარხვაჲ შეწყნარებული და დღე სათნოჲ უფლისაჲ.6. არა ეგევითარი მარხვა გამოვირჩიე მე, - იტყჳს უფალი, - არამედ განჴსენ ყოველი საკრველი სიცრუისა, დაარღჳენ გულარძნილებანი მძლავრებითთა თანცვალებათანი, განავლინენ შეპყრობილნი მიტევებით და ყოველი აღწერილი უსამართლოჲ განხეთქე.7. დაუნეცვე მშიერსა პური შენი და გლახაკნი უსართულონი შეიყვანენ სახიდ შენდა, იხილო თუ შიშუელი, შეჰმოსე და თჳსთაგანი თესლისა შენისათა არა უგულებელს-ჰყო.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 58
6. არა ეგევითარი მარხვა გამოვირჩიე მე, - იტყჳს უფალი, - არამედ განჴსენ ყოველი საკრველი სიცრუისა, დაარღჳენ გულარძნილებანი მძლავრებითთა თანცვალებათანი, განავლინენ შეპყრობილნი მიტევებით და ყოველი აღწერილი უსამართლოჲ განხეთქე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...თვალს, თავს საკრველთა, საზრუნავთა, საფრთხეთა, უსიამოვნებათა და ყოველდღიურ ბრძოლათა ქვეშ აყენებ? ნუთუ ეს ყოველგვარი ბრალდებისა და განკიცხვის ღირსი არ არის? არა — გევედრებით — არ ვაკეთოთ ეს, არამედ — „განჴსენ ყოველი საკრველი სიცრუისა“ () და „დაუნეცვე მშიერსა პური შენი“ ()3; ყველაფერი დანარჩენიც ვაკეთოთ, რასაც შეუძლია მოგვიპოვოს ღმერთთან კადნიერება, რათა მივიღოთ აღთქმული სიკეთენი.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სათარგმნო შენიშვნები

  1. ბოლო გამონათქვამი რამდენიმე სამოციქულო ადგილის შეჯამებაა და წყაროდან ითარგმნა.
  2. ოქროპირი ძველი ქართული მუხლის ფრაგმენტს აწმყო დროით გადმოსცემს.
  3. ბერძნული ბოლო წინადადება დოქსოლოგიითა და ამინით სრულდება, მაგრამ ქართული დოქსოლოგია მთა...
სრულად ნახვა