მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 60:1

1. განათლდი, განათლდი, იერუსალიმ! რამეთუ მოიწია ნათელი შენი, და დიდებაჲ ღმრთისაჲ შენ ზედა აღმობრწყინდა.2. აჰა, ბნელმან დაფაროს ქუეყანაჲ და ნისლი წარმართთა ზედა, ხოლო შენ ზედა გამოჩნდეს უფალი და დიდებაჲ მისი შენ ზედა იხილვოს.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 60
1. განათლდი, განათლდი, იერუსალიმ! რამეთუ მოიწია ნათელი შენი, და დიდებაჲ ღმრთისაჲ შენ ზედა აღმობრწყინდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ შესაძლებელ არს ესე ყოფად? ჰრქუა მას იესუ: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა უწყია?“ (3,9-10).:

...ალად მრავალი თქუეს ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან“; და ვითარმედ: „განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკჱ შენი“; და: „ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალჱმ!“ და: „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი“. და კუალად შობაჲ ისაკისი ბერწისაგან და სხუათა მრავალთაჲ სახჱ იყო ამისვე შობისაჲ, და ქალწულისაგან შობისაჲცა. და ამას ყოველსა მოაჴსენებს მას და ეტყჳს, ვითარმედ: „შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა უწყია? ამენ, ამენ, გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არავინ შეიწყნარებს“ (3,10-11).

ენება, რაჲთამცა სრულიად გულსავსე-ყო იგი; ამისთჳს თქუა, ვი-თარმედ: „რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ“. რამეთუ ვინაჲთგან ჩუენ მიერ უფროჲს ყოვლისა თუალნი სარწმუნო არიან, და რაჟამს ვის ვეტყოდით დარწმუნებად, ესრეთ ვიტყჳთ, ვი-თარმედ: თუალითა ჩუენითა გჳხილავს, ეგრეთვე ქრისტე კაცობრივ ეტყჳს მას უძლურებისა მისისათჳს, და ვითარმედ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ მისი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „რომელი ვიხი...

სრულად ნახვა