📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (3,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდთა საიდუმლოთა ღირს-მყვნა ჩუენ მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან, რომელთა ჩუენ არა ღირს ვიყვენით, რამეთუ ჩუენ არა თუ ოდენ ნიჭთა არა ღირს ვიყვენით, არამედ უფროჲსად დიდ-თა სატანჯველთაჲ ღირს იყო მოწევნაჲ ჩუენ ზედა. არამედ მან არა თუ ბოროტთაგან ოდენ განგუათავისუფლნა, არამედ კეთილთაცა ესევითართა ღირს-მყვნა და ახალი დაბადებული ქმნა ჩუენთჳს, ვითარცა იტყჳს პავლე: „რომელიცა არს ქრისტეს მიერ, ახალი დაბადებული“.1 ისმინე მისი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისა მიერ და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“.2 რამეთუ ჩუენ არცა ქუეყანისასა ღირს ვიყვენით, ხოლო მან ცანიცა მოგუცნა; ერთისა ხისა არაჭამაჲ ვერ შევიკრძალეთ, და მან სასუფეველი ცათაჲ მოგუცა.
სამართლად იტყოდა პავლე მოციქული, ვითარმედ: „ჵ სიღრმჱ სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ!“3 რამეთუ არ-ღარა არს ჩუენ ზედა შობაჲ ვნებული, არამედ საიდუმლოჲ წყლისაგან და სულისა წმიდისა, რამეთუ ვითარცა საშოჲ დედისაჲ არს ჩჩჳლისა საყოფელ და მზრდელ, ეგრეთვე წყალი საშოჲ არს, მზრდელი მორწმუნისაჲ, რომელი ნათელ-იღებდეს. რამეთუ ვითარცა-იგი თქუმულ არს მზისათჳს, ვითარმედ: „ვითარცა სიძჱ გამოვალნ სასძლოჲთ თჳსით“,4 ესევე ჯერ-არს თქუმად მორწმუნეთათჳს ნათელღებულთა, აღმო-რაჲ-ვიდოდიან წყლისაგან, რამეთუ ფრიად უმეტესი ბრწყინვალებაჲ აქუს მათ, ვიდრე მზესა. გარნა რომელი-იგი საშოსა შინა იშვებოდის, ჟამისა სიგრძე უჴმს, ხოლო წყალსა შინა არა ესრეთ, არამედ წამსა შინა იქმნების ყოველივე, რამეთუ სადა-იგი მოკუდავი არს ცხორებაჲ და ჴრწნილებისაგან არს დაწყებაჲ, მუნ ჟამისა სიგრძე საჴმარ არს, რამეთუ ესრეთ არს ჴორციელი საქმჱ, ჟამისა სიგრძესა სრულ იქმნების, არამედ სულიერი არა ესრეთ არს.
გარნა ვინაჲთგან ნიკოდემოს ამათ ესევითართა სიტყუათა ზედა შეძრწუნებულ იყო, იხილე, ვითარ გამოუცხადებს მას სიდიდესა მას საიდუმლოჲსასა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორც არს, და შობილი იგი სულისაგან სულ არს“. სრულიად შორს-ჰყოფს მას ჴორციელთაგან, რაჲთა არღარა თუალითა ჴორციელითა ეძიებდეს საქმეთა მათ ხილვად, რამეთუ ეტყჳს, ვითარმედ: არა ჴორცთათჳს, არამედ სულისათჳს ვიტყჳ, ჵ ნიკოდემოს, ხოლო სული ჴორცთა არა შობს. ნუ ჰგონებ! და უკუეთუ ვინ თქუას: და ჴორცნი უფლისანი ვითარ იშვ-
1 2 კორ. 5,17. 2 იოან. 3,5. 3 რომ. 11,33. 4 ფსალმ. 18,6.
ნეს? არა სულისაგან წმიდისა იშვნესა? არამედ გულისხმა-ყავთ, ვი-თარმედ არა სულისაგან ოდენ იშვნეს, გარნა ჴორცთაგანცა ქალწულისა-თა. ამისთჳსცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „იშვა დედაკაცისაგან, იქმნა შჯულსა ქუეშე“,1 რამეთუ იყვნეს ჴორცნი იგი სულისა მიერ წმიდისა, გარნა საშოჲსაგან ქალწულისა იყვნეს. ხოლო თუ ვითარ იქმნა ესე, გამო-თარგმანებაჲ შეუძლებელ არს. ხოლო ესე ამისთჳს იქმნა, რომელ არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ უცხო ჩუენისა ბუნებისაგან არს შობილი იგი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შობილი იგი სულისაგან სული არს“ (3,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა პატივსა მას სულისასა? და საქმესა მას, რომელსა მამაჲ იქმს, იგიცა იქმს, ვითარცა-იგი ზემო თქუა, ვითარმედ: „ღმრთისაგან იშვნეს“;2 ხოლო აქა იტყჳს, ვითარმედ სული შობს მათ, რამეთუ „შობილი იგი სულისაგან სული არსო“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: „შობილი იგი სულისაგან სული არს“, რამეთუ შობასა აქა არა თუ არსად მოსლვასა იტყჳს, არამედ პატივისა და მადლისასა. ხოლო ვინაჲთგან ესრეთ ჰრქუა უფალმან და იხილა იგი, ვი-თარმედ ჯერეთ ვერვე გულისხმა-ჰყოფდა, ამისთჳს ხილული იგავი მოართუა მას სახედ და ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ გიკჳრს, რამეთუ გარქუ შენ ესრეთ: ჯერ-არს თქუენდა შობაჲ მეორედ. სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ“ (3,7-8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილა იგი განკჳრვებული და ინება, რაჲთამცა უჩინა მას სახჱ რაჲმე, რამეთუ ჴორციელთა და ნივთიერთაგან განაშორა, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: „შობილი სულისაგან სულ არს“. და ვინაჲთგან არა იცოდა მან, თუ რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ამისთჳს ჴორციელისავე მიმართ მოიყვანა და არა სრულიად ზრქელთაგან გუამთა მოართუა სახჱ, არცა კუალად სრულიად უჴორცოთაგან, რამეთუ ვერ ძალ-ედვა მას სრულიად გულისხმის-ყოფად, არამედ პოვა საშუვალი ჴორციელისა და უჴორცოჲსა ბუნებისაჲ - ქროლაჲ იგი ქარისაჲ. რამეთუ ქარისათჳს ეტყჳს მას, თუ: „ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს, ანუ ვიდრე ვალს“ (3,8). ხოლო რაჟამს თქუას, თუ: „ვიდრე უნებნ, ქრინ“, არა თუ ნებასა რასმე მოასწავებს ქარისასა, არამედ ბუნებით მიცემულსა მას მისდა დაუყენებელსა ქროლასა, რომელსა კაცთაგანი ვერვინ აყენებს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან“ (3,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აქა აღასრულა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ უკუეთუ მას, რომლისა ცნობასა სასმენელითა მიიღებ და პირსა გეცემის, და გზაჲ მისი არა იცი, ვერცა ნივთსა მისსა გულისხმა-ჰყოფ, ვითარ გამოეძიებ საქმესა სულისა წმიდისასა, რომელმან ქარისა ბუნებაჲ არა იცი, რომლისა ჴმაჲ გესმის? და კუალად სიტყუაჲ ესე, თუ: „ვიდრეცა უნებნ, ქრინ“, სახედ
1 შდრ. გალ. 4,4. 2 იოან. 1,13.
სულისა წმიდისა არნ, რამეთუ უკუეთუ ესე ნივთიერი და უძლური ბუნებაჲ ესრეთ არს და მოცემულ არს მისდა, რაჲთა ვიდრეცა უნდეს, ქროდის, და ვერვინ აყენებს მას, უკუე არა უფროჲსად სული წმიდაჲ მოჰფენდესა ძალსა თჳსსა, ვიდრეცა ენებოს, და ვერ უძლონ შჯულთა ბუნებისა-თა დაყენებად, არცა საზღვართა ჴორციელისა შობისათა, ანუ სხუამან რამანმე? რამეთუ ვითარცა ქარისათჳს იტყჳს, თუ: „ჴმაჲ მისი გესმის“, ამისგან საცნაურ არს, რამეთუ უკუეთუმცა არა ქარისათჳს იტყოდა, არამედ სულისა წმიდისათჳს, ვითარმცა ჰრქუა კაცსა ჰურიასა, რომელმან არა იცოდა სულისა წმიდისათჳს, ვითარმედ: „ჴმაჲ მისი გესმის“? და ვითარცა ქარი არა ჩანს, დაღაცათუ ჴმაჲ მისი ისმის, ეგრეთვე მადლი სულისა წმიდისაჲ ჴორციელითა თუალითა არა იხილვების, არცა შობაჲ იგი სულიერი, რამეთუ ქარიცა ნივთი არს, დაღაცათუ არა ზრქელი არს, არამედ თხელი. და უკუეთუ ნივთიერსა ამას ვერ ჰხედავ და არავე გიკჳრს, ვითარ სულისა წმიდისათჳს გიკჳრს და არა გრწამს?
ხოლო ნიკოდემოს ჯერეთ ჰურიათასავე სიმდაბლესა შინა იყო და უძლურებასა ამათ ყოველთა სახეთა ზედა; ამისთჳსცა ჰრქუა უფალსა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ შესაძლებელ არს ესე ყოფად? ჰრქუა მას იესუ: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა უწყია?“ (3,9-10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არასადა აბრალა მას უკეთურებისათჳს, არამედ უფროჲს უგულისხმოებისათჳს. ხოლო რაჲ ზიარებაჲ აქუნდა ამას შობასა ჰურიათასა თანა, რაჲთამცა მისგან ესე ცნა? გარნა ფრიადი აქუნდა ზიარებაჲ, რამეთუ პირველდაბადებული კაცი, და კუალად გუერდისაგან მისისა შექმნული, და შობაჲ იგი ბერწთაჲ, და საქმენი იგი ყოველნი, რომელნი წყალთა მათ ზედა აღესრულნეს, წყალსა მას ზედა, რომლისაგან ელისე რკინაჲ აღმოიღო, და კუალად ზღუაჲ მეწამული, რომელი განვლეს ჰურიათა, და ემბაზი იგი, რომელსა ანგელოზი აღსძრვიდა, და ასურისა ნემანის საქმჱ, რომელი იორდანეს განწმდა, - და ესე ყოველნი ნათლის-ღებისა სახესა მოასწავებდეს. და კუალად მრავალი თქუეს ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან“;1 და ვითარმედ: „განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკჱ შენი“;2 და: „ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალჱმ!“3 და: „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი“.4 და კუალად შობაჲ ისაკისი ბერწისაგან და სხუათა მრავალთაჲ სახჱ იყო ამისვე შობისაჲ, და ქალწულისაგან შობისაჲცა. და ამას ყოველსა მოაჴსენებს მას და ეტყჳს, ვითარმედ: „შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა უწყია? ამენ, ამენ, გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არავინ შეიწყნარებს“ (3,10-11).
1 ფსალმ. 21,32. 2 ფსალმ. 102,5. 3 ესაია 60,1. 4 ფსალმ. 31,1.
ენება, რაჲთამცა სრულიად გულსავსე-ყო იგი; ამისთჳს თქუა, ვი-თარმედ: „რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ“. რამეთუ ვინაჲთგან ჩუენ მიერ უფროჲს ყოვლისა თუალნი სარწმუნო არიან, და რაჟამს ვის ვეტყოდით დარწმუნებად, ესრეთ ვიტყჳთ, ვი-თარმედ: თუალითა ჩუენითა გჳხილავს, ეგრეთვე ქრისტე კაცობრივ ეტყჳს მას უძლურებისა მისისათჳს, და ვითარმედ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ მისი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „რომელი ვიხილეთ, ვწამებთ“, რაჲთა დაარწმუნოს, ვითარმედ ჭეშმარიტად ესრეთ არს და სხუებრ არა. ხოლო ხილვად ამას ადგილსა ჭეშმარიტსა ცნობასა იტყჳს და რამეთუ იგი პირველ ყოფისა ყოველსა მომავალსა ჰხედვიდა, და ამისთჳს თქუა რაჲ, ვითარმედ: „შობილი სულისაგან სული არს“, შესძინა, ვითარმედ: „რომელი ვიხილეთ, ვწამებთ“, რამეთუ საქმჱ იგი არღა ქმნულ იყო, გარნა იგი ყოველსავე პირველ ყოფისა ხედვიდა. ხოლო სიტყუასა ამას, თუ: „რომელი ვიცით“, გინა თუ თავისა თჳსისათჳს და მამისათჳს იტყჳს, გინა თუ თავისა თჳსისათჳს ოდენ. ხოლო სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „არავინ შეიწყნარებს“, არა განრისხებულისაჲ არს, არამედ საქმესა მას, ვითარ იქმნა, იტყოდა. რამეთუ თავადი სიტყჳთცა და საქმითცა ყოველსავე სიმშჳდესა და სიტკბოებასა აჩუენებდა, რაჲთამცა ჩუენცა გუასწავა სიმშჳდჱ, და რაჲთა რაჟამს ვიეთმე ვეტყოდით რას, და წინააღგჳდგებოდიან, არა განვრისხნებოდით, რამეთუ ყოველი მრისხანე ვერარას კეთილსა აღასრულებს, არამედ უფროჲსად ყოველსა კეთილსა დაარ-ღუევს.
სწავლაჲ კვ მრისხანებისათჳს
ამისთჳს ჯერ-არს ყოვლითა მოსწრაფებითა განშორებაჲ მრისხანებისაგან და ამბოხებისა, რომელი-იგი ნივთი არს მრისხანებისაჲ, რამე-თუ რისხვაჲ ვნებაჲ არს ბოროტი და მრავალღონე დაბნელებაჲ სულისაჲ. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ყოვლით კერძო ვეკრძალნეთ მას. რამე-თუ ბოროტ არს, უკუეთუ მჴეცთა დამშჳდებაჲ ძალ-გუედვას და გონებასა ჩუენსა განმჴეცებულსა უგულებელს-ვჰყოფდეთ. რამეთუ გულისწყრომაჲ ცეცხლი არს შემწუველი სულისაჲ და მავნებელი ჴორცთაჲ და უშუერმყოფელი. და უკუეთუმცა მრისხანესა ჟამსა რისხვისასა ძალედვა თავისა თჳსისა ცნობაჲ, თუ ვითარი არს, არამცა საჴმარ იყო სხუაჲ სწავლაჲ, რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს მრისხანისა. მთრვალობაჲ არს ბოროტი მრისხანებაჲ, და უფროჲს მთრვალობისა უბოროტეს და ეშმაკეულობისა უძჳრჱს.
არამედ მოვიწყჳდოთ ჩუენგან რისხვაჲ და ჴმამაღლობაჲ სიტყჳსაებრ პავლე მოციქულისა1 და ჟამსა განრისხებისასა მოვიჴსენებდეთ ცოდვათა ჩუენთა. და რაჟამს მონასა შენსა ჰრისხვიდე და ჰპეროვოდი, და იგი დგეს მდუმრიად და მშჳდად, იგი კმა-იყავნ შენდა სასწაულად, რამეთუ დაღაცათუ მონაჲ არს, არამედ კაცივე არს და სული აქუს უკუდავი და იგივე ნიჭნი ჰქონან ღმრთისაგან, ვითარ-ეგე შენ. და უკუეთუ რომელიიგი სულიერითა პატივითა სწორ ჩუენდა არს და ჴორციელისა ამის და არარაჲსა ჴელმწიფებისათჳს ესრეთ სიმშჳდით თავს-ისხამს სიტყუათა ჩუენთა, ჩუენ რომელი სიტყუაჲ მიუგოთ ღმერთსა, რაჟამს შიშისა მისისათჳს ესრეთ არა აღჳრ-ვასხმიდეთ გონებათა ჩუენთა, ვითარიგი მონანი ჩუენთჳს? ამას უკუე ყოველსა გულისხმა-ვჰყოფდეთ და ცოდვათა ჩუენთა ვიჴსენებდეთ და ბოროტისა ამის ვნებისაგან ვივლტოდით, რაჲთა ვპოვოთ განსუენებაჲ სულთა ჩუენთაჲ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 შდრ. ეფეს. 4,31; კოლ. 3,8.