...ოლასელთაჲ, ვინაჲცა ამას აყუედრებს, ვითარმედ: მე მასმიოდა თქუენთჳს ქრისტე იესუჲს მიმართ ოდენ ქონებაჲ სარწმუნოებისაჲ. ხოლო აწ არა უწყი, თუ ვითარ ანგელოზნი შეგირაცხიან ღმრთისა მიმართ მიმყვანებელად, დამვიწყებელთა ესაიაჲს თქუმულისათა, ვითარმედ: "არა ანგელოზმან, არცა მამშჳდებელმან, არამედ თავადმან უფალმან იჴსნნა იგინი" (). ამისთჳს სარწმუნოებაჲ, რომელ არს ღმრთად აღსაარებაჲ, ესე ქრისტესა განუკუთნა, თანა მამით და სულითურთ, ხოლო წმიდათა მიმართ ზოგად სიყუარული, ვითარცა ჩუენ თანავე მსახურთა მეუფისათა, რამეთუ ყოველთავე მის თავადისა მიერ მოგუეცემის სასოებაჲ საუკუნოჲსა ცხორებისაჲ, რომლისა მიერ არა გჳჴმს სულმოკლებაჲ აქათა ამათ ჭირთა შემთხუევისათჳს, ვინაჲთგან უწყნით იგინი მომატყუებელ მერმისა განსუენებისა.
მოციქულისაჲ: რომელი-იგი წინაჲსწარ გესმა სიტყუასა მას შინა ჭეშმარიტებისა სახარებისასა, რომელ-იგი მოიწია თქუენდა, ვითარცა ყოველსა შინა სოფელსა, და არს ნაყოფიერ და აღორძინებულ, ვითარცა-ეგე თქუენ შორის (1,5-6).
თარგმანი: პირველ ებისტოლისა ამის მიწერისა სიტყჳთ სმენილ იყო კოლასელთადა ქადაგებაჲ იგი მოციქულისაჲ, ესე იგი არს თხრობაჲ ძალსა ღმრთისა ქველისმოქმედებათასა, ხოლო ჭეშმარიტებასა იტყჳს მისთჳს, რაჲთა ამხილოს, ვითარმედ ჭეშმარიტებისა შეურაცხ-ყოფაჲ არავინა...