მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 65:24

23. რამეთუ რჩეულნი ჩემნი არ დაშურებიან ცუდად, არცა შვილ-ისხმენ საწყევარად, რამეთუ თესლი კურთხეული არს ღმრთისა მიერ და შვილისწულნი მათნი მათ თანა იყუნენ.24. და იყოს, პირველ, ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს?25. მაშინ მგელნი და კრავნი ძოვდენ ერთბამად და ლომი, ვითარცა ჴარი ბზესა ჭამდეს. ხოლო გუელი ქუეყანასა, ვითარცა პურსა, და არა ავნებდენ, არცა განჰრყუნიდენ მთასა წმიდასა ჩემსა, - იტყჳს უფალი.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 65
24. და იყოს, პირველ, ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღმერთი გულის განწყობას ხედავს:

...ის მიხედვით ანიჭებს გვირგვინს (). იგივეს, როგორც ყველასთვის ცნობილია, აკეთებს იგი ლოცვის ღვაწლის მიმართაც. თუ დაინახავს, რომ ვინმე მოშურნეობით უახლოვდება, მაშინვე ეტყვის: „პირველ, ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს?" (). ხოლო თუ ადამიანი ხანგრძლივ დაჟინებას გამოიჩენს, ღმერთი მის თხოვნასაც დიდი სიყვარულითა და ცხელი მოშურნეობით ასრულებს, თხოვნის აღსრულებამდე კი ქების გვირგვინს ადგამს. ზუსტად ასე მოექცა ქანანელ დედაკაცსაც. როცა იხილა მისი მოშურნეობა და დიდი შეუპოვრობა ვედრებაში, ჯერ შეაქო იგი და, ასე ვთქვათ, ქების გვირგვინით შეამკო, მთელი ქვეყნიერებისთვის სახელოვანი გახადა და მხოლოდ ამის შემდეგ აღუსრულა თხოვნა დიდი სახიერებით. რაკი თქვა: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი", შემდეგ დაუმატა: „გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს" (). და თუ საღვთო წერილში ყველა ამგვარ მაგალითს გადავხედავთ, ყველგან მეუფის დიდ გულუხვობას დავინახავთ. ამაში სრულიად დარწმუნებული და იმის მცოდნე, რომ ვინც მცირედს დათმობს, უფრო მეტს მიიღებს, პატრიარქმა, როგორც გუშინ გესმოდათ, ლოტს დაუთმო საუკეთესო ნაწილი, თავად კი უარეს...

სრულად ნახვა