მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 66:24

23. და იყოს თთუჱ თთჳსაგან და შაბათი შაბათისაგან, მოვიდეს ყოველი ჴორცი თაყუანის-ცემად წინაშე ჩემსა იერუსალიმს შინა, - თქვა უფალმან, -24. და განვიდენ და იხილონ ძუალები კაცთა გარდამავალთაჲ ჩემდამო, რამეთუ მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს, და იყვნენ სახილველ ყოვლისა ჴორცისა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 66
24. და განვიდენ და იხილონ ძუალები კაცთა გარდამავალთაჲ ჩემდამო, რამეთუ მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს, და იყვნენ სახილველ ყოვლისა ჴორცისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 136-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტყვეობის გლოვა და იერუსალიმის ხსოვნა:

...მთხვევა, როცა ზენა იერუსალიმიდან განვარდებიან. მაგრამ მათ, როცა განვარდნენ, დაბრუნების სასოება ჰქონდათ; ჩვენ კი, თუ განვვარდით, კვლავ დაბრუნებას ვეღარ შევძლებთ. რადგან ამბობს: „მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს“ (). ამიტომ უფრო მეტი სიზუსტით უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენსავე საქმეებს და აწინდელი ცხოვრება ისე განვაგოთ, რომ არ გავხდეთ ტყვეები, არც იმ დედაქალაქისგან გაუცხოებულნი და არც მისთვის უცხონი.

„მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალჱმისა, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა!“ (). სხვა თარგმანი ამბობს: „ედომის ძეთათვის“. ეს სიტყვაც იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომლებიც ქალაქის სიყვარულით იწვიან. ხოლო რასაც ამბობენ, ეს არის: სამართალი მოსთხოვე მათ, ვინც ქალაქის აღებაზე გაჩერება არ ინებეს, არც ნგრევით დაკმაყოფილდნენ, არამედ თ...

სრულად ნახვა