...და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ (2,41).
თარგმანი: იხილე, ვითარ ერთითა წარმოთქუმითა არწმუნა ესოდენთა სულთა მხიარულებით აღრჩევაჲ ნათლის-ღებისაჲ, რაჲთა სრულ იქმნეს წინაჲსწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი, ვითარმედ: "უკუეთუ ელმოდა ერთ დღე დედაკაცსა მუცელ-ქუმულსა და უკუეთუ იშვა ყოველი ნათესავი ერთბამად" (). ხოლო სამობაჲ ესე ათასეულთა ამათ ერთ-გზის ნათელღებულთაჲ გამომსახველ იყო ძალსა წმიდისა სამებისა ერთარსებისა და სამგუამოვნებისასა.
და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა (2,42).
თარგმანი: ესევითარი უჴმს შეცვალებაჲ ცხორებისაჲ ახალ ნათელღებულთა, რაჲთა კრძალულებით ისმენდენ ჴმასა მოძღუართა მათთასა, და, ვითარცა სიწმიდით მყოფნი, სიწმიდით ეზიარებოდინ საიდუმლოთა, და ლიტონისა საზრდელისა მიმღებელ იყვნენ და სამარადისოდ ილოცვიდენ, რაჲთა კეთილად დაიმჳდროს და ყოვლად განისუენოს მათ შორის მადლმან სულისამან.
და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში, და მრავალნი ნიშები და სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა (2,43).
თარგმანი: შიში იგი იყო სასწაულთა მათთჳს და საკჳრველებათა, რომელნი მოციქულთა მიერ იქმნებოდეს.