...ამის“** — „რამეთუ არა ვისმინო“ ()? და რა გიკვირს, თუ იერემიაც არ იქნებოდა შესმენილი? ამბობს: „თუნდაც ნოე, თუნდაც იობი, თუნდაც დანიელი იდგნენ, თავიანთ ძეებსა და ასულებს ვერ იხსნიან“ ()18. ამიტომ, ეს რომ ვიცით, მხოლოდ კი ნუ ვილოცებთ, არამედ ლოცვებთან ერთად მიღების ღირსად მოვამზადოთ თავი, რათა ახლანდელ და მომავალ სიკეთეებს მივაღწიოთ; და დაე, ყველა ჩვენგანს ეღირსოს მათი მიღება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით; მას ეკუთვნის დიდება და ძალა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
19. ანუ სიკუდილი თუ მოვავლინო ქუეყანასა მას ზედა და განვფინო გულისწყრომაჲ ჩემი მის ზედა სახლისა მიერ მოსრულებად მისგან კაცი და საცხოვარი.20. და ნოვე და იობ და დანიილ საშუალ მისსა იყვნენ, ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - უკუეთუ ძენი მათნი და ასულნი განარინნენ, რამეთუ მათ სიმართლესა შინა მათსა განარინნენ სულნი მათნი.21. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და უკუეთუ ოთხნი შურისგებანი ჩემნი: მახჳლი და სიყმილი და მჴეცნი ბოროტნი და სიკუდილი გამოვავლინო იერუსალჱმსა ზედა მოსრულებად მისგან კაცი და საცხოვარი.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 14