წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 16:37
36. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რომელ მიჰფენ რვალსა შენსა და გამოცხადნეს სირცხჳლი შენი ტრფიალთა მიმართ შენთა და ყოველთა მიმართ გულისზრახვათა უსჯულოებათა შენთასა და შორის სისხლებისა შვილთა შენთაჲსა, რომელნი მისცენ მათ,37. ამისთჳს, აჰა, მე შენ ზედა შევკრიბნე ყოველნი ტრფიალნი შენნი, რომელთა შორის აღერიე მათ შორის, და ყოველნი, რომელნი შეიყუარენ, ყოველთა თანა, რომელთა სძულობდ; და შევკრიბნე იგინი შენ ზედა გარემოჲს, და გამოვაცხადნე სიბოროტენი შენნი მათდამი, და იხილონ ყოველი სირცხჳლი შენი.38. და შურ-ვიგო შენგან შურის-გებაჲ მემრუშისაჲ და გარდაცემულისაჲ სისხლითა და დაგდვა შენ სისხლითა გულისწყრომისა ჩემისა და შურისაჲთა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 16