წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 16:38
37. ამისთჳს, აჰა, მე შენ ზედა შევკრიბნე ყოველნი ტრფიალნი შენნი, რომელთა შორის აღერიე მათ შორის, და ყოველნი, რომელნი შეიყუარენ, ყოველთა თანა, რომელთა სძულობდ; და შევკრიბნე იგინი შენ ზედა გარემოჲს, და გამოვაცხადნე სიბოროტენი შენნი მათდამი, და იხილონ ყოველი სირცხჳლი შენი.38. და შურ-ვიგო შენგან შურის-გებაჲ მემრუშისაჲ და გარდაცემულისაჲ სისხლითა და დაგდვა შენ სისხლითა გულისწყრომისა ჩემისა და შურისაჲთა.39. და მიგცე შენ ჴელთა მათთა და დაარღჳონ სიძვაჲ შენი და დაამჴუან ხარისხი შენი; და განგძარცუნენ შენ სამოსელნი შენნი და დაუტევნენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი და დაგიტეონ შენ შიშუელი და უშუერი.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 16