...გი, განსუქნა, განსხუა, განიშუა... და განუდგა"** (). სოდომის მცხოვრებლებმაც ამით, სხვა დანაშაულთა გარდა, ღვთის შეუწყნარებელი რისხვა დაიმსახურეს. მოისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „ესე უსჯულოებაჲ სოდომისა... სისავსითა პურისაჲთა... ნუკვეულობდა" (). ეს მანკიერება თითქოს ყველა ბოროტების წყარო და ფესვია.
3. მარხვის მაგალითები საღვთო წერილში
ხედავ თავშეუკავებლობის ზიანს? ახლა მარხვის კეთილმყოფელ ნაყოფს შეხედე. ორმოცი დღე მარხვაში გაატარა რა, დიდი მოსე ღირსი შეიქნა სჯულის ფიცართა მიღებისა; ხოლო როდესაც მთიდან ჩამოვიდა და ხალხის ურჯულოება დაინახა, ასეთი შრომით მიღებული ფიცრები გადააგდო და დაამსხვრია, რადგან შეუფერებლად მიიჩნია უფლის მცნებათა გადაცემა ლოთობასა და ურჯულოებაში მყოფი ხალხისთვის. ამიტომ ამ საკვირველ წინასწარმეტყველს კიდევ ორმოცი დღე მარხვა დასჭირდა, რათა კვლავ ღირსი ყოფილიყო ზეგარდმო მიეღო და ხალხისთვის მოეტანა ფიცრები, რომლებიც მათი ურჯულოების გამო დამსხვრეულიყო (). დიდმა ელიამაც იმდენივე დღე იმარხულა და სიკვდილის ბატონობას გადაურჩა, ცეცხლოვანი ეტლით „თითქოსდა ცად" ამაღლდა და დღემდე სიკვდილი არ განუცდია (4...