...ა. ხოლო უფალი წამებს, ვითარმედ სოდომელთა თუმცა ეხილვა დიდებულებაჲ მისი, მომცა-ქცეულ იყვნეს, და ტჳრელთამცა და სიდონელთა შეენანა; ხოლო ქალაქთა ამათ უკეთურთა არა შეინანეს. ამას ეზეკიელცა წინაჲსწარ აყუედრებდა იერუსალჱმსა და ეტყოდა, ვითარმედ: „განამართლენ ურ-ჩულოებითა შენითა დანი შენნი, სოდომაჲ და გომორაჲ“. ხოლო ესევი-თარისა ამის უკეთურებისა მოქმედთა ეტყჳს უფალი, ვითარმედ: უძჳრესი სოდომელთასა შეემთხჳოს დღესა მას სასჯელისასა და უბოროტეს ტჳრელთასა იტანჯნენ.
სწავლაჲ ლზ რაჲთა გუეშინოდის საუკუნოჲსა სასჯელისაგან
ესე ყოველი ჩუენცა ყურად-ვიღოთ, მორწმუნენო, რამეთუ არა ურწმუნოთათჳს ხოლო, არამედ ჩუენთჳს უძჳრესი სოდომელთაჲსა განწესებულ არს სატანჯველი, უკუეთუ არა შევიწყნარებდეთ უცხოთა, უკუეთუ არა მივეგებვოდით მოციქულთა, ჩუენდა შემომავალთა, რომლისათჳსცა უბრძანებიეს მათდა განყრად მტუერსა ფერჴთა მათთასა ესევითარისა მოქმედთა ზედა.
თქუას ვინმე, ვითარმედ: ოდეს მოვიდა ჩემდა მოციქული და არა შევიწყნარე? არამედ უკუეთუ გულისჴმა-ვყოთ, ვპოვნეთ თავნი ჩუენნი ესევითარისა ამის საქმისა მოქმედად. რამეთუ რომელ-ესე დაუჴშავთ უცხო-თა და გლახაკთა კარსა, არა ქრისტესა მიიწევისა, რომელ-იგი უმეტეს არს ყოველთა, ვითარცა მეუფე და დამბადებელი? და არა ხოლო თუ კართა დაუჴ...