...ა ცოდა. რამეთუ ვი-თარცა ესე რაჲ თქუა, ვითარმედ: არცა ამისთა ცოდვათათჳს იშვა ბრმად, არცა მშობელთაჲსა, ეგრეთვე არს ყოველივე, და ამისთჳს ეზეკიელ იჭუსა მას განაქარვებს და იტყჳს: „ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, - არ-ღარა იყოს იგავი ესე, რომელი ითქუმის, ვითარმედ: მამათა ჭამეს კაწახი, და შვილთა კბილნი მოემუხნეს“. და მოსე იტყჳს: „არა მოკუდეს მამაჲ შვილისათჳს“. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის: ვითარ თქუმულ არს, თუ: „რომელი მიაგებს ცოდვასა მშობელთასა შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე“? არამედ ჩუენ ვიტყჳთ ამისთჳს, ვითარმედ ბრძანებაჲ არა ყოველთა ზედა არს, არამედ რომელთათჳსმე თქუმულ არს, რომელნი-იგი ეგჳპტით გამოვიდეს. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, რამეთუ: ვინაჲთგან ეგჳპტით გამოსრულნი იგი ესეოდენთა მათ სასწაულთა შემდგომად, რომელნი იქმნნეს მათთა მათ მშობელთა ზედა, იქმნნეს იგინი უბოროტჱს მათსა, რომელთა ყოვლადვე არა ეხილვა სასწაული, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რაჲ-იგი მოიწია მათ ზედა, იგივე მოიწიენ ამათ ზედაცა, რამეთუ იგივე საქმჱ ქმნეს. და რომელმან აღმოიკითხოს, ცნას ჭეშმარიტებით, ვითარმედ მათთჳს თქუმულ არს. ხოლო რაჲსათჳს ბრმად იშვა? ამისთჳს, „...
2. ძეო კაცისაო, რაჲ არს თქუენდა იგავი ესე ძეთა შორის ისრაჱლისათა, მეტყუელთა: მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მობრყჳლდეს?3. ცხოველ ვარ მე! - იტყჳს ადონაი უფალი, უკუეთუ იქმნას მერმე თქმული ეგე იგავი ისრაჱლსა შორის.4. რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან, ვითარსახედ სული მამისაჲ, ეგრეთვე სულიცა ძეთაჲ, - ყოველნი სულნი ჩემნი არიან. და სული მცოდველი იგი მოკუდეს.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 18