...რამეთუ კუალად იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა ვცნა, უკუეთუ ჴმისა მათისაებრ ჩემდა მომავალისა იყოფებიან“; და კუალად ეტყჳს აბრაჰამს: „აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაგან“; და კუალად იტყჳს: „უკუეთუმცა ისმინესო“; და კუალად იტყჳს: „ვინ მისცეს გულსა ამის ერისასა ესრეთ ყოფად?“ და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“. და ესრეთ მრავალი იპოვების ძუელთაცა შინა შეუმსგავსებელი სიტყუაჲ პატივსა და დიდებასა ღმრთისასა. და კუალად აქაბისთჳს თქუმულ არს: „ვინ-მე შემიცთუნოს მე აქაბ?“ და რომელ მარადის საწარმართოთა ღმერთთა თანა ჰყოფდა თავისა თჳსისა უზეშთაესობასა, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“, და მრავალი ესევითარი, რომელი-ესე ყოველი უღირს არს თქუმად ღმრთისათჳს. არამედ იგი ესეოდენ კაცთმოყუარე არს, რომელ ჩუენისა ცხორებისათჳს სიტყუა-თა მათ, რომელნი პატივსა მისსა არა შეეტყუებიან და დიდებასა, თავსიდებს, რამეთუ განკაცებაჲცა და ხატისა მ...
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 3:11
10. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ყოველნი სიტყუანი, რომელნი ვთქუენ შენ თანა, მიიხუენ გულსა შენსა და ყურებითა შენითა ისმინე.11. და ვიდოდე, შევედ ტყუეობისადმი, ძეთა მიმართ ერისა შენისათა, და იტყოდი მათდამი და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი! ისმინონ ღათუ სადამე და შეიკდიმონ ღათუ სამე.12. და აღმიღო მე სულმან და მესმა უკანაგან ჩემსა ჴმაჲ ძრვისა დიდისაჲ, რომელნი იტყოდეს: კურთხეულ არს დიდებაჲ უფლისაჲ ადგილისაგან მისისა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 3